ტიმ დანკანის 10 საუკეთესო მომენტი კარიერაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გთავაზობთ ტიმ დანკანის კარიერის 10 საუკეთესო მომენტს NBA-ში.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ამერიკელმა ცენტრმა კარიერა დაასრულა.

დანკანი 19 წელი იყო NBA-ში და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი გუნდის, "სან-ანტონიო სპურსის" ღირსებას იცავდა. ამ ხნის განმავლობაში "სპურსმა" 5-ჯერ (1999, 2003, 2005, 2007, 2014) შეძლო NBA-ს მოგება.

გარდა 5 საჩემპიონო ბეჭდისა, "სპურსის" რიგებში დანკანი ორჯერ აღიარეს სეზონის საუკეთესო კალათბურთელად (2002, 2003) და სამჯერ ფინალური სერიების საუკეთესო კალათბურთელად (1999, 2003, 2005).

დანკანი 15-ჯერ მონაწილეობდა NBA-ს ვარსკვლავთა შეხვედრაში, ხოლო 2002 წელს MVP გახდა.

დანკანის
აქტივში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალია.

მთელი კარიერის განმავლობაში დანკანმა 1392 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ 19 ქულას, 10.8 მოხსნას და 3 გადაცემას აკეთებდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული