მაიკლ დიქსონი: საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ უკან არ დავიხიოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა გერმანიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

"გერმანიასთან მისსავე მოედანზე თამაში და გამარჯვება ძალიან რთული იქნება. ამ ქვეყანაში კალათბურთი უყვართ და დარწმუნებული ვარ, დარბაზი გაივსება. საქმეს ესეც გაართულებს. თუმცა საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ უკან არ დავიხიოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ, ამაყად ვითამაშოთ და შედეგსაც მივაღწევთ.

საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალი სახეა, თუმცა ამით ჩვენი მიზანი არ იცვლება - ბრძოლა და გამარჯვება. ამის შესახებ
მწვრთნელი ილიას ზუროსიც გველაპარაკა და ჩვენც კარგად ვიცით.

კალათბურთი თამაშია და ჩვენც თავისუფლად უნდა ვითამაშოთ. მთავარია, რომ მეც და ჩემს გუნდელებსაც მონდომება და სურვილი არ გვაკლია".


მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯიგარი ხარ მაიკლ და შენი დიდად გვეიმედება!
მადლობა საქართველოს სახელის დაცვისა და ქართველობისათვის!
დაგელოდებით მომავალ წელს თბილისში საშინაო თამაშებში,დამსახურებული მადლობის გამოსახატავად და ომახიანი მხარდაჭერისათვის!
ქომაგი
13:02 24-11-2017
0
მაიკლ დიდი მადლობა აბა სენ იცი სენს თავძებ უნდა აიღო დღევანდელი თამაში.
soso
15:03 24-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული