ილიას ზუროსი: მაიკლ დიქსონსა და ტედ მაკფადენს ერთმანეთს ვერ შევადარებ

AutoSharing Option
12 ივნისს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"გუშინ დავიწყეთ ვარჯიში კარს მომდგარი შესარჩევისთვის. ჩვენ ვემზადებით ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად, რათა გუნდი განვავითაროთ და მომავალზე ვიფიქროთ.

ორი მატჩი გველის წინ. იცით, როგორი ძლიერები არიან სერბეთი და ავსტრია, რომელიც NBA-ს კლუბ "ტორონტოს" მოთამაშით გაძლიერდა.

მოდიან კალათბურთელები ევროლიგიდან. თორნიკე შენგელია ფინალს თამაშობს ესპანეთში და ის პირდაპირ შეხვედრებზე შემოგვიერთდება.

ასევე შემოგვიერთდებიან გიორგი შერმადინი და მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც რთული, დამღლელი სეზონი ჰქონდა. დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე ტრავმის შემდეგ დაუბრუდნენ
გუნდს და მათ ფიზიკური კონდიციები უნდა აღიდგინონ.

ჩვენს გუნდში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებმაც ადაპტაცია უნდა მოახდინონ გუნდთან.

რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, ის ამჯერად არ იქნება, 19 ივლისის მერე დაიწყებს ვარჯიშს.

მაიკლ დიქსონს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ის ყოველთვის გულიანად თამაშობდა. ყველა კარგ ამბავს დასასრულიც აქვს და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. ამიტომ უნდა ვიაროთ წინ.

შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ფედერაციამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რათა ამერიკელებს ეთამაშათ ჩვენთან. მათ ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდათ, რომ ორ წელზე მეტი ეთამაშა მაიკლ დიქსონს.

მაიკლ დიქსონსა და ტედ მაკფადენს ერთმანეთს ვერ შევადარებ. მაკფადენი არის უკანახაზელი და არის ძალიან კარგი კალათბურთელი. მის მოსაყვანად დიდი სამუშაო იქნა გაწეული.

ამერიკელ მოთამაშეებს, რომლებიც ევროლიგაში თამაშობენ და ტოპ-ლიგებში, პასპორტები არ სჭირდებათ. პასპორტზე მხოლოდ ის კალათბურთელები თანხმდებიან, რომლებიც წამყვან კლუბებში არ თამაშობენ.

ჩეხეთთან ამხანაგური შეხვედრა დაგვეხმარება ახალგაზრდა კალათბურთელების გამოცდასა და მათ დაკვირვებაში, რადგან გუნდს წამყვანი მოთამაშეები დააკლდებიან", - აღნიშნა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 29 ივნისს სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და 2 ივლისს - ავსტრიის ნაკრებს.

altვლადიმერ ბოისა: მაკფადენთან არის ასეთი მოლაპარაკება - ორი წელი თამაშობს უფასოდ და...

altილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩეხეთთან როდისღაა?
ვვვ
15:44 12-06-2018
1

სიახლეები პოპულარული
მ/ჩ. შესარჩევი
#
გუნდი
2
საბერძნეთი
8
8
0
89
16
5
ისრაელი
8
3
5
-39
11
6
ესტონეთი
8
2
6
-113
10