30 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში ტალინში ესტონეთს 80:73 სძლია.
ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე.
უკვე მესამე წუთზე ესტონელებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურეს, საქართველოს ნაკრებს შეტევაში თამაში უჭირდა, ზუროსმა ჩვენი კოზირის, სიმაღლის გამოსაყენებლად ბურჯანაძე ბითაძით შეცვალა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. პირველი მეოთხედი 19:22 დასრულდა.
აშკარად სჯაბნიდა ჩვენი გუნდი მეტოქეს ფარზე და მეორე პერიოდის შუაში 8 ქულით გაიჭრა წინ, პირველი ტაიმი კი 32:41 დასრულდა.
მესამე პერიოდის დასაწყისში მასპინძლებმა 1 ქულამდე მოახერხეს ანგარიშში სხვაობის შემცირება, თუმცა კარგმა დაცვამ შედეგი გამოიღო და გადამწყვეტი პერიოდის წინ საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ.
საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, გამორჩეული კი შერმადინი იყო.
ისევ ცუდად დაიწყო ჩვენმა გუნდმა ტაიმი, ესტონეთმა 4 ქულამდე შეამცირა სხვაობა და ისევ მოხერხდა გაქცევა და გავიმარჯვეთ.
გავიმარჯვეთ ცენტრების და მაკფადენის კარგი თამაშით: შერმადინმა 23 ქულა ჩააგდო (11 მოხსნა), ბითაძემ 19 ქულა (11 მოხსნა), მაკფადენმა 19 ქულა, 7 სანაძემ, 7 ცინცაძემ, 3 ფაცაციამ, 2 კი ბერიშვილმა.
3 დეკემბერს საქართველოს ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს, რომელმაც დღეს სერბეთი დაამარცხა.