SPORTS ILUSTRATED და NBADRAFT.NET გოგა ბითაძეზე: დრაფტის 36-ე ნომერი და "ჩიკაგო ბულსი"

AutoSharing Option
გოგა ბითაძე რომ საქართველოს ნაკრების მომავალია, ეს უდავო ფაქტია და მისი პროგრესი თვალსაჩინოა.

19 წლის კალათბურთელის სათამაშო კლასი ნელ-ნელა იხვეწება და ეს ყველაფერი ნაკრების შეკრებებზეც თვალში საცემია.
ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, გოგა საუკეთესოა კლუბში და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ წლის ბოლოს სერბეთის ჩემპიონატის MVP-ც გახდეს.

altგოგა ბითაძე შეუჩერებელია - 24 ქულა და 12 მოხსნა "იგოკეასთან" მატჩში [VIDEO]

NBA-ში თამაში ყველა კალათბურთელის ოცნებაა, თუმცა ბითაძემ ევროპაში კიდევ ერთი წელი თამაში მოისურვა და ამერიკული ოცნებების ასრულება ცოტა ხნით გადადო. ამერიკული ანალიტიკური საიტები

მუდმივად აკვირდებიან და მის პროგრესს ამჩნევენ.



altფიბამ გოგა ბითაძე საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელებში მე-11 ნომრად დაასახელა

NBADRAFT.NET - არის ანალიტიკური საიტი, სადაც დრაფტზე გარკვეული სახის პროგნოზებს აკეთებენ. წინა წლის შემოდგომაზე ამ საიტმა თავიდან გოგას 51-ე ნომერი მიანიჭა და "მინესოტას" უკავშირებდა. შემდეგ სეზონის ბოლოს თავისი ვარაუდი შეცვალა, 43-ე პოზიცია არგუნა და "დეტროიტს" დაუკავშირა.

უკვე ახალ სეზონში გამოცემას ბითაძე 36-ე ნომრად ჰყავს განთესილი და სეზონის ბოლოს თუ ქართველი კალათბურთელი ასეთ ტემპში გააგრძელებს, გაცილებით წინ იქნება რეიტინგში და მეტ ყურადღებას მოიპოვებს. გოგას მომავალი კლუბი, ამერიკული საიტის ვერსიით, 2019 წლისთვის, "ჩიკაგო ბულსია".

ძლიერი მხარეები: მისი პოზიციისთვის კარგი ფორმა, ძლიერი მხრები, აქვს კარგი ბალანსი და მობილურობა, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდაა. ის არ არის წარმატებული სპორტსმენი, მაგრამ მას შეუძლია შავი სამუშაოს შესრულება. ის არის ენერგიული კალათბურთელი, რომელსაც უყვარს უხეში თამაში. მას უყვარს აქტიური თამაში და არ ეშინია კალათბურთელებთან ფიზიკური კონტაქტის. მისი სხეული ნელ-ნელა უმჯობესდება და ის მალე აღარ იქნება ბავშვი.

მას აქვს ლამაზი ნახტომი და პარკეტზეც მშვენივრად გადაადგილდება. აყენებს კარგ ბლოკებს, ბურთითაც და უბურთოდაც. პოზიციის შერჩევის კარგი უნარი აქვს და აქტიური თავდაცვის დროს ხელებს კარგად იყენებს.

სუსტი მხარეები: ის არ არის ფეთქებადი. მისი მეორე ნახტომი არ არის ისეთივე ძლიერი, როგორიც პირველი. მისი სხეული გაუმჯობესდა, მაგრამ მან უნდა გააგრძელოს ზრდა. ის არის ძალიან ემოციური მოთამაშე, რაც არ არის კარგი და ამან შეიძლება ზოგჯერ ყურადღება გაუფანტოს. მას შეიძლება არ ეშინია კონტაქტის, მაგრამ უჭირს ფიზიკურად ძლიერ მოთამაშეებთან გამკლავება. მას ჯერჯერობით კვლავ არ შეუძლია სტაბილურად სროლა და ეს ძირითადად გამოუცდელობის ბრალია. მან უფრო კარგად უნდა ისწავლოს წესები და ყოველთვის არ უნდა წავიდეს ბლოკზე.

დასკვნა: გოგა ბითაძე წლების მანძილზე აუმჯობესებს თავის თამაშს. ის აჩვენებს, რომ მომავალში შეუძლია დიდი კალათბურთელი გახდეს. თუ ის მუდმივად საფრთხეს შეუქმნის პერიმეტრს და გააგრძელებს მუშაობას, მისი სახით საინტერესო პერსპექტივა იქნება..." - წერს ამერიკული საიტი.

გოგაზე წერს SPORTS ILUSTRATED-იც, რომელიც ფიქრობს, რომ ბითაძე 45-ე ნომრად იქნება განთესილი. ამერიკული საიტი მიიჩნევს, რომ თუ ის სტაბილურად გააგრძელებს ზრდას, მოახერხებს, NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გახდეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა თქმა უნდა გაპიარდეს და უფრო მეტადაც!!! არ აქვს მნიშვნელობა რომლე ნომრად აირჩევენ, მთავრია სწორ გუნდში მოხვდეს სადაც თამაშის დრო და თავის გამოჩენისს საშუალება მიეცემა, ვარჯიშით და შრომით ყველაფერს მიაღწევს! წარმატეტებები გოგა!
0
Apiarebto patroni yavso? )) tvalebshi zamekania gaqvs tu fokus vers ascoreb. Shexede ra janze dadga israeltan ifrina berdznebtan kargad itamasha 19 is aris nu davibogmebit sircxvilia sircxvili. Kaia goga carmatebebi da arasdros danebde da ese gaagrdzele progresi da dzan didi dzalis kalatburteli gaxdebi carmatebebi ♡♡♡
Emigranti
01:17 04-10-2018
0

სიახლეები პოპულარული