Sex, Droga, Bitadze Goga - რატომ უმღერეს "ბუდუჩნოსტის" ფანებმა ქართველ ტალანტს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგაზე "გრან კანარიასთან" მოგებულ (75:70) მატჩში გოგა ბითაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან 16 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.

მოგებული შეხვედრის შემდეგ "ბუდუჩნოსტის" ფანებმა 19 წლის ქართველი ახალგაზრდისთვის სიყვარულის გამოსახატად სიმღერა დაიწყეს.

"Sex, Droga, Bitadze Goga" - სკანდირებდა მთელი დარბაზი.

ბევრმა ვერ გაიგო თუ რატომ მიუძღვნეს მაინც და მაინც ეს სიმღერა ფანება ბითაძეს, თუმცა მალე ამ ამბავსაც აეხადა ფარდა.

"იყო ასეთი სერბი კალათბურთელი - დეიან ბოდიროგა. ევროპული კალათბურთის ხატი,
იუგოსლავიური კალათბურთის ღმერთი.

ერთადერთი, მხოლოდ ოლიმპიადის ოქროს ვერ მიაღწია. 1996 წელს, ატლანტაში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ლეგენდარულ "დრიმ თიმთან" ვერას გახდა და ვერცხლს დასჯერდა.

თუმცა, ეს წყენა უპასუხოდ არ დაუტოვებია. რამდენიმე წელში, კერძოდ, 2002 წელს ინდიანოპოლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ სტადიაზე, მისი ლიდერობით იუგოსლავიამ მასპინძელ აშშ-ს გადაუარა. გადამწყვეტ მატჩში კი, არგენტინელებთან ორიოდე წუთით ადრე 8 ქულით მარცხდებოდნენ და როგორ გგონიათ, ვინ აიღო ზედიზედ 8 ქულა და ვინ გადაიყვანა მატჩი ოვერტაიმში?! კი, დეიან ბოდიროგამ. დამატებით დროში კი, იუგოსლავიამ იმარჯვა.

ასე აჩუქა მეორე ოქრო ბოდიროგამ მის ქვეყანას და იმ დღიდან ის გახდა ყველასთვის საფიცარი ხატი, ხელშეუხებელი კერპი.

Sex, Droga, Bodiroga... Sex, Droga, Bodiroga... უმღეროდა მთელი კარიერა მას იუგოსლავია.

გადის წლები და პოდგორიცაში გადაჭედილი, ექსტაზში მყოფი საკალათბურთო დარბაზი სიყვარულით გაჰყვირის:

Sex, Droga, Bitadze Goga... Sex, Droga, Bitadze Goga...

მათი კერპის რეინკარნაცია, ხილული სასწაული.

მსოფლიომ უკვე იცის, ახალი ვარსკვლავი დაიბადა!" - წერია გოგა ბითძის "ფეისბუქზე".

altგოგა ბითაძემ ევროლიგაზე 16 ქულა ჩააგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [VIDEO]

altსერბული პრესა გოგა ბითაძეზე - "ბუდუჩნოსტის" გულშემატკივრებს უყვართ ახალი გმირი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბითაძე რომ უმაგრესი გვყავს ეს გასაგებია მაგრამ ეს Sex (სექსი) და Droga (ნარკოტიკები) კალათბურთთან რა კავშირშია ცოტა ვერ მივხვდი. სერბები ეტყობა კალათბურთზე ნატ...ურები და გაბრუებულები დადიან :)
მალხაზი
17:12 29-01-2019
2
მადლობა გოგა, სიტყვები არ მყოფნის. თავიიანთ ღმერთს შეადარეს, რამხელა დაფასებაა. დიახაც რომ ახალი ვარსკვალავი დაიბადა, ჩვენ თუ ჩვენს გადამეტებულად ვაფასებდით, თვით სერბებმა თავიიანთ ღმერთ შეადარეს. ვინ ვინ და მათ არაფერი შეეეშლებათ. წარმატებები და მჯერა კიდევ ბევრს გაგვახარებ. მაგრად მეამაყები.
Geo_Dinamo
01:28 29-01-2019
0

სიახლეები პოპულარული