ევროლიგაზე ცსკა-სთან განადგურებულმა გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" ადრიატიკის ლიგაზე "მორნარ ბარზე" იყარა ჯავრი.
4 თებერვალს, მე-18 ტურში მეტოქე საკუთარ მოედანზე 102:71 დაამარცხა.
ბითაძემ 22:52 წუთში 14 ქულა (4-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
გოგამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო.
"ბუდუჩნოსტი" 13 მოგებით მე-3 ადგილზეა და 10 თებერვალს ბელგრადში "პარტიზანს" შეხვდება, იქამდე კი 7 თებერვალს ევროლიგაზე "ხიმკის" უმასპინძლებს.