ამერიკული გამოცემა: გოგა ბითაძე ან იოკიჩის დონეს მიაღწევს, ან ცქიტიშვილს დაემსგავსება

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა hoopshabit-ი "ინდიანას" 3 კალათბურთელის შესახებ წერს, რომლებიც NBA-ს მომავალ სეზონში "აფეთქების" კანდიდატები არიან, ასე ვთქვათ, ვინც ყველაზე მეტად გამოიჩენს თავს. აარონ ჰოლიდეისა და მაილს ტერნერთან ერთად გოგა ბითაძეც არის.

აი, რას წერს საიტი გოგას შესახებ:

"ინდიანა პეისერსი" მაღალი ბითაძისათვის საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა. მწვრთნელი ნეით მაკმილანი ამბობს, რომ ორი მაღალი კალათბურთელი - ტერნერი და საბონისი ძირითადში ერთად ითამაშებენ.

ეს ნიშნავს, რომ გოგას შანსი აქვს, საკმაო წუთები მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ საბონისი ან ტერნერი ტრავმას მიიღებს, ის პირველივე სეზონში ძირითადის
კალთბურთელიც შეიძლება გახდეს.

გოგა ბითაძე "ინდიანას" დრაფტზე ლატარიაში გვიან მოგებული ბილეთივით ხვდა წილად, რადგან არავინ იყო დარწმუნებული, თუ რა არის ბითაძის მაქსიმუმი. თუ ის გაჰყვება ათლეტური აღმოსავლეთევროპული სტილის მაღალი კალათბურთელების სტილს, რასაც ის ევროპაში თამაშის დროს აკეთებდა, მისი მაქსიმუმი, ალბათ, ნიკოლა იოკიჩის დონეა.

მაგრამ, თუ ის უბრალოდ მაღალი ბიჭია, რომელსაც გაბარიტების გარდა, სხვა არაფერი აქვს და თამაში არ შეუძლია, მისი სიმბოლური კომპანიონი თანამემამულე ნიკოლოზ ცქიტიშვილი იქნება, რომელიც 2002 წლის დრაფტის დროს "დენვერმა" მე-5 პიკად აიყვანა და დრაფტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს იმედგაცრუებად ითვლება, რომლის საშუალო მაჩვენებელი საშუალოდ მატჩში 2.9 ქულა იყო.

თუმცა, თუ იმას განვიხილავთ, რომ საბონისი მაკმილანმა "ოკლაჰომაში" გატარებული საშინელი პირველი სეზონის შემდეგ ლეგიტიმურ მე-6 კაცად აქცია, ბითაძის მომავალი საიმედო წინასწარმეტყველების საფუძველს იძლევა.

საბონისი 40-ზე უფრო დაბალი პროცენტით ისროდა და მისი მოედანზე ყოფნის დროს "ოკლაჰომა" 1.2 ქულით აგებდა, ახლა კი პლეი-ოფის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

იმასაც თუ დავამატებთ, როგორ დაეხმარა მაკმილანი ტერნერს კარიერულ ზრდაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ინდიანა" ბითაძისაგან საუკეთესო ვარიანტს მიიღებს.

თუკი გოგა ბითაძე მართლაც ის არის, ვინც ჩვენ გვგონია და მოლოდინებსაც გაამართლებს, ის აუცილებლად იქნება წლის დებიუტანტის წოდების პრეტენდენტი".

მკითხველის კომენტარები / 9 /
Tranvebis gareshec moxvdeba dziritadshi, 7-8 tamashis mere carmatebebi goga kritikosebi dagimunje ra
Va-Le
29 აგვისტო 2019 01:27
2
ისე სერბეთს მაგარი გუნდი ყოლია ეხლა. მარტო იოკიჩი ვუჩინიჩით შეიძლება ოლიმპიადის მოგება და პლუს რამდენი მაღალი კლასის კალათბურთელი დაუგროვდათ.
ddgfdf
28 აგვისტო 2019 17:01
8
იოკიჩების და ტრაკიკიჩების დონეზე უკვე თამაშობს ეგ.
ddgfdf
28 აგვისტო 2019 16:55
15
იოკიჩის დონეს არ ვიცი მიაღწევს თუ არა, მაგრამ ნიკას რომ არ დაემსგავსება ეგ ვიცი. ბითაძეს ძალიან განსხვავებული ხასიათი აქვს - მისი ასაკისთვის შეუფერებელი რიდის არქონა, შეუპოვრობა, ათლეტიზმი. თუმცა იოკიჩის დონესაც შეიძლება მიაღწიოს. ამის ნიჭი ნამდვილად აქვს.
odala
28 აგვისტო 2019 15:42
1
გოგას ინტერვიუებს რაც მოვუსმინე, ჭკვიანი და შრომისმოყვარე, წესიერი ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეტყობა რომ თავმდაბალი და ზრდილობიანი ახალგაზრდა კაცია. ვფიქრობ ამ მილიონში ერთ შანსს ძალიან ჭკვიანურად გამოიყენებს. ის აუცილებლად იშრომებს, იმუშავებს თავის თავზე და დიდ პროგრესს მიაღწევს. ვფიქრობ ცქიტიშვილივით წარუმატებელი კალათბურთელი არ იქნება. ბითაძე პეისერში გატარებულ დროს უნდა მოეპყრას როგორც მაღალი დონის ცენტრად ჩამოსაყალიბებელ სკოლას. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ, მისი ფასი გაზრდილი იქნება, პეისერსი ვეღარ შეინარჩუნებს მას და გუნდიდან წასვლის დრო დადგება. შემდეგ რომელიმე დიდი კლუბი აიყვანს მას, რომელსაც რეალური საჩემპიონო პრეტენზიები ექნება.
ლუკა
28 აგვისტო 2019 15:01
1

'საბონისი 40-ზე უფრო დაბალი პროცენტით ისვრიდა". ისროდა და რა "ისვრიდა". 40 პროცენტით თუ "ისვრიდა" კაი სუნს დააყენებდა))))
ქართველი
28 აგვისტო 2019 14:37
1
ბითაძე დაემსგავსება ან გასოლს ან ჯაბარს.
ddgfdf
28 აგვისტო 2019 14:17
2
ბითაძე ცქიტიშვილს არცერთ შემთხვევაში არ დაემსგავსება.
ddgfdf
28 აგვისტო 2019 14:14
2
პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა, განსაკუთრებით როცა ქართველს ეხება, მაგრამ ბითაძე ის კაცია, რომლმაც იცის რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს შედეგს. გოგა უჭველი დაწერს ისტორიას და დარწმუნებული ვარ ბევრ სიხრულს გვაჩუქებს.
ბმბ
28 აგვისტო 2019 14:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული