3 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საკუთარ მოედანზე "ბროსე ბამბერგი" 82:64 დაამარცხა.
შესანიშნავ ფორმაში მყოფმა შერმადინმა 23:59 წუთში 19 ქულა (12-დან 8 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 იყო.
ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო მექულე გახლდათ, მასზე მეტი მხოლოდ გერმანული გუნდის კალათბურთელმა კრისტიან შენგფელდერმა ჩააგდო (20), ხოლო მატჩის MVP ტენერიფელი მარსელინიო უერტასი გახდა (18).
"იბეროსტარმა" C ჯგუფში შვიდივე მატჩი მოიგო და 10 დეკემბერს სტუმრად "ნიჟნი ნოვგოროდს" შეხვდება.
გიორგი შერმადინის 19 ქულა და "იბეროსტარის" 7-დან 7 მოგება ჩემპიონთა ლიგაზე" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი შერმადინს "ბარსელონასთან" მატჩში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის MVP გახდა! [VIDEO]
გიორგი შერმადინს ვერ აჩერებენ - 24 ქულა, 11 მოხსნა და 35-იანი კოეფიციენტით MVP გახდა! [VIDEO]