
28 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურში, გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საკუთარ მოედანზე 92:59 გაანადგურა აუტსაიდერი რიგის ვეფ-ი.
C ჯგუფში "იბეროსტარმა" უკვე გასულ ტურში გაინაღდა პლეი-ოფის საგზური, პირველივე ტაიმში მოუთავა მეტოქეს საქმე და ამიტომ შერმადინი არ დატვირთეს.
გიორგიმ 8:20 წუთში 7 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო) და 1 მოხსნა მიითვალა - მოკლედ, ვარჯიში გამოუვიდა.
ტენერიფული გუნდი 11 ქულით ლიდერია და 4 თებერვალს, უკანასკნელ ტურში სტუმრად "ბამბერგს" შეხვდება.