ლიგა ენდესას მე-11 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" სახლში 98:89 დაამარცხა "გრან კანარია" და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქართველი ცენტრი განუმეორებელი იყო.
თავად განსაჯეთ: მან 22:44 წუთში 25 ქულა (7-დან 7 ორქულიანი, 13-დან 11 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მითვალა და სარგებლიოანობის 41-იანი კოეფიციენტით (!) მატჩის MVP გახდა.
ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ გიორგის ტრავმის გამო სამი კვირა გაუცდა და თამაში 8 ნოემბერს დაიწყო.
"ტენერიფე" 8 მოგებით მესამე ადგილზეა და 4 დეკემბერს სტუმრად "მანრესას" შეხვდება, იქამდე კი შესანიშნავ ფორმაში მყოფი შერმადინი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.