ბითაძის მორიგი კარგი მატჩი და გამარჯვება "ბოსტონ სელტიკსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ორლანდო მეჯიქმა", რომლის სასტარტო ხუთეულშიც გოგა ბითაძე თამაშობს, ნბა-ში ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო. მორიგი შეხვედრა "ფლორიდელებმა" შინ, "ბოსტონ სელტიქსის" წინააღმდეგ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა საბოლოოდ საკმაოდ იოლად მოიპვოეს – 113:96.

ქართველი ცენტრის კლუბი პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულით აგებდა, თუმცა, დიდი შესვენების შემდეგ, მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

ვენდელ კარტერის ტრავმის გამო ბითაძე კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ
5-დან 3 ორქულიანი ჩაგდო, ბურთი არ დაუკარგავს, ბითაძე სავარაუდოდ გაცილებით ბევრს ითამაშებდა, ადრიანი ჯარიმები რომ არ დაგროვებოდა.

გარდა ამისა, სეზონის საუკეთესო თამაში ჰქონდა ბითაძეს შემცვლელ მორიც ვაგნერს, რომელმაც 24 წუთში 27 ქულა ჩააგდო და მატჩის გმირიც გახდა. გამოსარჩევია პაოლო ბანკეროს 23 ქულა და 8 მოხსნაც, ბოსტონს კი ჯეისონ ტეიტუმმა 26 ქულით ულიდერა.

11 მოგებითა და 5 მარცხით "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. "ფლორიდელები" მომდევნო თამაშს 27 ნოემბერს "შარლოტ ჰორნეტსთან" ჩაატარებენ.

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altგოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

altბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო


მკითხველის კომენტარები / 6 /
ვუყურე თამაშს და მომენტებში ვერ არჩევდა სწორ პოზიციას, მაგრამ 17-0 რომ გაიჭრა წინ ორლანდო, პარკეტზე იყო და მანდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. საერთო ჯამში კარგი თამაში ქონდა და გუნდს დაეხმარა გამარჯვებაში
გოგა
13:53 25-11-2023
0
ბითაძის შემცვლელმა 27 ქულა ჩააგდო, ბითაძემ 6 და წერთ ბითაძეს კარგი მატჩი ჰქონდაო )) კარგით რააა.
ხვიჩა
11:28 25-11-2023
2

სიახლეები პოპულარული