"ჩიკაგოსთან" ოვერტაიმში მოგებულ მატჩში ბითაძეს 14 წუთი დაუთმეს

AutoSharing Option
გარკვეული სათამაშო პაუზის შემდეგ გოგა ბითაძემ სათამაშო დრო მიიღო. ეს მოხდა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, რომელშიც "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 114:108 დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება დამატებით დროში მოახერხეს. "ორლანდოს" რიგებში საუკეთესო 36 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, ხოლო "ჩიკაგოს" შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 28 ქულა დემარ დეროზანმა ჩააგდო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოედანზე 14:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 2 მოხსნა და
1 დაფარება დააგროვა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და სამიდან 1 საჯარიმო ჩააგდო.

"ორლანდო მეჯიქს" 29 გამარჯვება და 24 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგრა ითამაშა გოგამ ! სანამ გამოვიდოდა მეოთხე მეოთხედში 5 ქულით აგებდნენ და ამოუქაჩეს ოვერტაიმში გადაიყვანეს და იქ საბოლოოდ მოუღეს ბოლო ! პირველ რიგში დაცვა ჩააბეტონა გოგამ და შეტევაშიც კარგად არიგებდა პასებს და ბლოკებს აყენებდა ! ერთადერთი შენიშვნა მაქვს--უფრო გაბედულად უნდა შეუტიოს რამოდენიმე მომენტში თავისუფლად შეეძლო სროლა და სხვებს მისცა პასები და იმ სხვებმა ააცილეს არ ვიცი შეიძლება მწვრთნელი ურჩევს პასების გაკეთებას არადა გუნდში პროცენტული მაჩვენებელი საუკეთესო აქვს თამაშიდან სროლებში !
zura222
19:23 11-02-2024
1
ასე მგონია ევროპაში ეს ბიჭი სტარი იქნება, სულ არაა აუცილებელი მაინდამაინც ნბა-ში იყოს.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული