"გოლდენ სტეიტის" მცველმა კლეი ტომპსონმა "ტორონტოსთან" გამართული სუპერფინალის მე-6 მატჩის მე-4 მეოთხედში არენა ყავარჯნებით დატოვა.
ტომპსონმა მე-3 მეოთხედში მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
"ტორონტომ" კი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა (114:110) და ისტორიაში პირველად გახდა NBA-ს ჩემპიონი.
ხოლო "გოლდენ სტეიტმა" "ორაკლ არენაზე" ბოლო შეხვედრა ჩაატარა, რადგან მომავალი სეზონიდან ისინი სან-ფრანცისკოში ითამაშებენ.