NBA. რეგულარული: "კლიპერსის" მორიგი მსხვერპლი, უესტბრუკის დებიუტი და იანისის სამმაგი დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
25 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა.

"კლიპერსმა" ზედიზედ მეორე გაიმარჯვა NBA-ს სეზონის დაწყების შემდეგ. თანაქალაქელი "ლეიკერსის" ძლევის შემდეგ "კლიპერსმა" უკვე "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა და თანაც, მათსავე მოედანზე.

ლოუ უილიამსისა და კავაი ლეონარდის ლიდერობით, "კლიპერსმა" "უორიორსი" 141:122 დაამარცხა. უილიამსმა 22 ქულა, ხოლო ლეონარდმა 21 ქულა მიითვალა. თანაგუნდელებს მხარი პატრიკ პეტერსონმა აუბა და მეტოქეს 20 ქულა ჩაუგდო.

"უორიორსიდან" 23 ქულით სტეფ კარი გამოირჩა.


საინტერესო მატჩი გაიმართა ჰიუსტონში, სადაც ადგილობრივი "როკეტსი" "მილუოკი ბაქსთან" ანგარიშით
111:117 დამარცხდა.

სტუმრებს ბერძენმა იანისმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა. იანისმა 28 წუთში 30 ქულა, 13 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა.

რასელ უესტბრუკს სადებიუტო შეხვედრაში სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა. "როკეტსის" ახალწვეულმა 24 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი ჩაიწერა აქტივში. ჯეიმს ჰარდენმა კი 19 ქულა, 7 მოხსნა და 14 პასი დააგროვა, მაგრამ ამასთან ერთად, 7 დაკარგვა ჰქონდა.


"დეტროიტმა" NBA-ს სტარტის შემდეგ უკვე მეორე მატჩი გამართა და შინ "ატლანტასთან" ანგარიშით 100:117 დამარცხდა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 38 ქულა სტუმართა კალათბურთელმა ტრეი იანგმა ჩააგდო, რასაც 9 პასი და 7 მოხსნა მიაყოლა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული