რუსეთის ხელისუფლების "რეკომენდაცია" შესრულებულია - მათი ნაკრები თბილისში არ ჩამოვა

AutoSharing Option
გადაწყდა - რუსეთის მორაგბეთა ნაკრები თბილისში დანიშნული ტესტ-მატჩის ჩასატარებლად არ ჩამოვა.

ეს ფაქტიურად რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების ვერდიქტია, რამეთუ ითქვა, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციას კონსულტაცია უნდა გაევლო საგარეო საქმეთა სამინისტროში და რეკომენდაცია მიეღო. ჰოდა, "რეკომენდაცია" მიიღო. ამასთან დაკავშირებით მათმა რაგბის ფედერაციამ რაღაც აბსურდული განცხადება გაავრცელა, რომელიც თავის მართლებას უფრო ჰგავს.

"ძვირფასო გულშემატკივრებო! ძვირფასო კოლეგებო!

რუსეთის რაგბის კავშირი ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ახლახან მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ თბილისში. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევამ შეიძლება საფრთხე
შეუქმნას ამ ქვეყანაში მყოფი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამასთან დაკავშირებით იძულებულნი ვართ თქვენ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციას შეუძლებლად მიაჩნია საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი.

რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმად აფასებს საქართველოს რაგბის კავშირთან დამყარებულ პარტნიორულ ურთიერთობას და საჭიროდ თვლის შეახსენოს, რომ ჩვენი თამაშის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი სოლიდარობა და ურთიერთპატივისცემაა, რომელიც სცდება კულტურულ, გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და რელიგიურ საზღვრებსა და განსხვავებებს.

ორივე გუნდის გულშემატკივრებს გულწრფელ ბოდიშს ვუხდით", - ნათქვამია განცხადებაში.

altრუსები "ქართველ ექსტრემისტებს" უფრთხიან და რაგბის მატჩი სავარაუდოდ არ გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 13 /
რა დონის ცინიკოსები. ერთ ხუილოს დაკრულზე დადის ამხელა ქვეყანა
რაგბი
08:58 21-07-2019
0
წაგება არ უნდოდათ და მიზეზი ნახეს. ვაი თქვენ პატრონსდ იბატ მატერები
იმერელი
11:21 20-07-2019
2

სიახლეები პოპულარული