"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (20:24) შემდეგ კომენტარი "საუზერნ კინგსის" მწვრთნელმა რობი კიმსონმა გააკეთა:

"ჩვენთვისაც ეს შეხვედრა მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ფიზიკური თამაშის მხრივ, საქართველო ისეთი იყო, როგორსაც ველოდით.

მეორე ტაიმში ძირითადის მოთამაშეების შემოსვლის შემდეგ გაცილებით რთული გახდა სტატიკაში თამაში. თუმცა შეგვეძლო მეორე ტაიმში ის შეცდომები არ დაგვეშვა, თან მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით.

კმაყოფილი ვარ ჩემი მორაგბეებით და ის გამოცდილება, რაც ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიიღეს, ფასდაუდებელია.

ძალიან მიხარია საქართველოში ყოფნა, ეს ჩვენთვის დიდი პატივია და თქვენი სტუმარმასპინძლობით აღფრთოვანებული ვარ. მადლობას
გიხდით ამისთვის.

ჩვენი ლიგა ძალიან რთული ჩემპიონატია და საკმაოდ ძნელია იქ თამაში. მიმაჩნია, რომ ამ ჩემპიონატში ქართული გუნდი მსოფლიო თასზე მონაწილე ძლიერი მორაგბეებით საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა და ტურნირისთვის ძალიან მომგებიანი იქნება ქართული კლუბის მონაწილეობა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნება თუ ჩვენი გუნდი მაგათ ჩემპიონატში ითამაშებს. ან ჩვენ მოვიწვიოთ მაგათი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში
ოდდსპორტალი
11:41 28-08-2019
0

სიახლეები პოპულარული