სამხრეთ აფრიკის წლის საუკეთესო მწვრთნელმა "ბორჯღალოსნების" გაწვრთნაზე უარი თქვა

AutoSharing Option
როგორც რაგბის კორესპონდენტი მეთ ჰარდი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, სამხრეთაფრიკელმა სპეციალისტმა იოჰან აკერმანმა საქართველოს რაგბის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა.

აკერმანი თავისი გადაწყვეტილების შესახებ ახალზელანდიურ საიტ iol.co.za-ს ესაუბრა და სწორედ იქ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნას სთავაზობდნენ.

აკერმანი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველა მხცოვანი მოთამაშეა და "ქურციკების" რიგებში 37 წლის ასაკში ითამაშა, 2014 წელს ქვეყნის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

აფრიკელი მწვრთნელი ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრიტანულ "გლოსტერში" მუშაობდა და კონტრაქტის ვადა ივლისში ეწურება.

მეთ ჰარდის ინფორმაციით, აკერმანს მაგიდაზე ედო ქართული
მხარის მიერ მომზადებული ხელშეკრულება, თუმცა იაპონური "რედ ჰარიქანის" გაწვრთნა არჩია, რადგან აზიელებმა უკეთესი პირობები შესთავაზეს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული გუნდიდან მილტონ ჰეიგის წასვლის შემდეგ გუნდს ლევან მაისაშვილი წვრთნის.

მომზადებულია rugger-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა ჩვენთვის სამხრეთაფრიკელი
ალეკო
25 მაისი 2020 19:15
0
და რა შუაშია სვანიძე? შენ აბუსერიძეს თუ ხურციძეს ჩაყვები საფლავში? თუ ორივეს ერთად? ან თქვენ ვინც ასეთ სისულეებს დებთ, არ დაიღალეთ? სამასხარაო რომ გახადეთ რაგბი? გვაჩვენეთ უკვე რა კაცებიც ხართ არჩევნებზე. თქვენ სხვებზე უარესები ყოფილხართ. კარგად გფუთავდათ ძველი, მოხუცების თაობა, ხოდა კი გამოჩნდით, ფულზე დახარბებული, უმაქნისი ხალხი. აფსუს რა სპორტს ღუპავთ?
დათუნას
18 მაისი 2020 09:43
4
Datoved maisashvili chkviani da zalian magari specialistia gaanebed am afrikel da zelandiel mcvrtnelebs tavi acaded am kacs ikneb rashveba
Rezi
17 მაისი 2020 21:12
26
ეს ტყუილები საიდან მოიტანეთ? დადეთ მეთ ჰარდის ინფო და ასევე ის ხელშეკრულება, რომელიც თითქოსდა მაგიდაზე ედო აკერმანს. თუ არა დადებთ, მაშინ იტყუებით....
dato
17 მაისი 2020 21:11
6
რაგბის კავშირის თანამშრომელი ხომ არ ხარ რომ აგეწვა? არაუშავს, კუბოში ჩაყვებით თქვენს სვანიძეს?! არა მგონია...
დათუნა
17 მაისი 2020 22:33
13
მიდი გენადი!
გენა
17 მაისი 2020 19:33
4
არა და მაგარი არ იქნება, თუ მაისაშვილმა რო დაამხოს ესენი?!) ქართველნო გისურვებთ დიდ მიხწევებს!)
Geo
17 მაისი 2020 18:58
1
მიღწევა ღ ღ ))
SL
18 მაისი 2020 18:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული