რამინ შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თავდაპირველად რამინმა ატაცში თავი 109/111/113 კილოგრამს გაართვა და ატაცის დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 132/136 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა.

შეგახსენებთ, დღეს 20:10 საათიდან ფიცარნაგზე საქართველოს სახელით შოთა მიშველიძე (61 კგ.) და გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.) იასპარეზებენ. 

altძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მაისურაძემ მე-8 ადგილი დაიკავა

altევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოქმედი წესებით, ოქროც მოიპოვა, ბრინჯაოც და ვერცხლიც! ასე არ არის ? მარტო ვერცხლი არ მოუპოვებია! მე როგორც ვიცი ასეა!
2
ძალიან მაგრად იბრძოლეს ბიჭებმა და მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი საჩვენოდ არ წავიდა,მაინც ვულოცავ შესანიშნავ გამოსვლებს.რამინის ვერცხლის მედალს,შოთა მიშველიძის გამარჯვებაც დაემატა და გოდერძი ბერდელიძეც ძალიან ახლოს იყო,ბრინჯაოს მედალთან
სოსო
22:20 16-04-2023
0

სიახლეები პოპულარული