3. ეროვნული ლიგა: საქართველოს ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება, "ტორპედომ" კი ადგილი შეინარჩუნა [VIDEO]
10. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ფლოიდ მეივეზერი მომავალ წელს ორ ბრძოლას გამართავს. პირველი ბრძოლა მოკრივეს მენი პაკიაოს წინააღმდეგ ექნება, მეორე კი - UFC-ის მებრძოლის წინააღმდეგ. ფლოიდი ხაბიბ ნურმაგომედოვის კანდიდატურას განიხილავს.
11. "ფლამენგო" ბრაზილიის ჩემპიონი გახდა. გუნდმა ნაადრევად გაიფორმა ოქროს მედლები, როცა "პალმეირასმა" "გრემიოსთან" წააგო და ჩემპიონობის თეორიული შანსებიც დაკარგა. "ფლამენგო" მდევრებს 13 ქულით უსწრებს."ფლამენგო" გახდა პირველი გუნდი 1963 წლიდან, რომელმაც ბრაზილიის ჩემპიონატი და ლიბერტადორესის თასი ერთ სეზონში მოიგო. მაშინ ეს "სანტოსმა" შეძლო, სადაც პელე თამაშობდა.
12. ესპანეთის ნაკრები დევისის თასის მფლობელი გახდა. ფინალში ესპანელებმა კანადელები დაამარცხეს. გამარჯვება ესპანელებს რაფაელ ნადალმა მოუტანა, რომელმაც მეორე მატჩში დენის შაპოვალოვი 6:3, 7:6 დაამარცხა. ესპანეთმა უკვე მეექვსედ მოიპოვე გუნდური ჯილდო. რაფაელ ნადალი და ფელისიანო ლოპესი დევისის თასის ხუთგზის მფლობელები გახდნენ.