მესი დისკვალიფიკაციის გამო 1 ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს - 26 სექტემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. საქართველოს 17 წლამდე გოგონათა საფეხბურთო ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა.

2. "ტორინომ" "მილანს" თამაში შემოუტრიალა.

3. გიორგი ბერიძემ ბელგიის თასზე ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს გაუტანა.

4. რაგბის მსოფლიო თასზე ორი მატჩი გაიმართა: იტალიამ კანადა დაამარცხა, ინგლისმა - აშშ.

5. ფიჯის სარაგბო კავშირს საქართველო დანიაში აერია.

6. ირლანდიის ნაკრების მთვრალი ფეხბურთელი ავარიაში მოყვა და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ვერ ითამაშებს.

7. "ნიცას" ფეხბურთელმა თანაგუნდელს 70 000 ევროდ ღირებული საათი მოჰპარა.

8. რომან აბრამოვიჩი ნეიმარის შესაძენად 300 მილიონის გადახდას გეგმავს.

9. ბელგიურმა "გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძის
ვარჯიშის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

10. The Best - ფიფამ ნიკარაგუელები სიცრუეში, ხოლო ეგვიპტელები და სუდანელები დილეტანტიზმში ამხილა.

11. ჯენარო გატუზო ერთ-ერთი მოსკოვურ კლუბს ჩაიბარებს.

12. ლიონელ მესის, რომელმაც სამხრეთამერიკული ფეხბურთის გაერთიანება კორუფციაში დაადანაშაულა, კონმებოლმა დისკვალიფიკაცია არ მოუხსნა და არგენტინელთა კაპიტანს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული