ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტმა", როგორც იქნა, მოიგო. გოგა ბითაძე არ ათამაშეს.

2. "რანდერსის" დირექტორის განცხადებით, საბა ლობჟანიძით რამდენიმე კლუბი ინტერესდება.

3. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - მირზა სხულუხია და ტატო გაფრინდაშვილი მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონები გახდნენ.

4. მესიმ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - "ბარსელონა" გალიდერდა.

"ატლეტიკომ" "ალავესთან" გამარჯვება და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა.

5. "ბაიერნი" თასიდან მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კინაღამ გამოაგდო.

6. "ინტერმა" სერია A-ში მოიგო და გალიდერდა.

7. "მანჩესტერ სიტიმ" "საუთჰემპტონს" მოუგო და ლიგის თასის 1/4-ფინალში გავიდა.

8. "რეალი"
მზადაა ისკო ნოემბერში 70 მილიონად გაყიდოს.

9. დიდი 10: "არმაზმა" "იუნკერები" ბოლო წუთზე დაამარცხა.

10. 323 გოლი 741 მატჩში - რაულმა 25 წლის წინ "რეალში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

11. უეფამ ბულგარეთი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 75 000 ევროთი დააჯარიმა. ეს 18 000 ევროთი ნაკლებია, ვიდრე ჯარიმა, რომელიც დანიელმა ფეხბურთელმა ნიკლას ბენდტნერმა თავისი სპონსორის ტრუსების ჩვენებისთვის მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული