კონფლიქტი მესისთან და გრიზმანი დიდი გარიგების ნაწილი შეიძლება გახდეს - 19 ნოემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა.

2. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა.

3. ვლადიმირ ვაისმა ხორვატიასთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

4. ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

5. ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საქართველოსგან ასეთ თამაშს არ ელოდა.

6. ევრო 2020. საკვალიფიკაციო: რემსიმ დუბლით უელსი ევროპირველობაზე გაიყვანა.

7. U18. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს ისევ სძლია.

8. ცნობილი გახდა "უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩისათვის.

9.
Daily Mail-ი: რუსეთს შეიძლება ოლიმპიადაზე მონაწილეობა და ევრო 2020-ზე სახლში თამაში აუკრძალონ.

10. ბრაზილიის რბოლის დროს "ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ.

11. სომხეთში გარიგებული მატჩების სქემა გახსნეს.

12. ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა.

13. სკამები, აუდიოსისტემა, ტაბლოს კონსტრუქცია - ბათუმის სტადიონის მშენებლობა ბოლო ეტაპებისკენ მიდის.

14. ლუკა დონჩიჩი ლებრონის შემდეგ - სლოვენიელის მორიგი რეკორდი NBA-ში!

15. NBA. რეგულარული: გოგა ბითაძის ჩატენვა და "ინდიანას" ნანატრი გამარჯვება.

16. რა ელის ქართველ სუმოისტს?! - გაგამარუს ჯიუროში დასარჩენად ყველა ბრძოლის მოგება სჭირდება.

17. სხვადასხვა ესპანური და ფრანგული გამოცემის მიხედვით, შესაძლებელია "ბარსელონამ" ანტუან გრიზმანი ნეიმარის შეძენის გარიგებაში ჩართოს და პსჟ-ს ფრანგი ფორვარდი დაუთმოს. თავად გრიზმანს სურს კატალონიური გრანდის დატოვება და სათამაშოდ პარიზში გადასვლა. ამის მთავარი მიზეზი მესისთან დაულაგებელი ურთიერთობებია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველამ ნუ გაუჩმახეთ მესის საქმე . თქვენ ფეხბურთს ვერ თამაშობდეთ რა ლეოს ბრალია?
2

სიახლეები პოპულარული