მოსკოვში სამმა ხულიგანმა MMA-ს ყოფილ მებრძოლს სცემა, თუმცა ერთს კარგად მოხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსკოვში სამმა ხულიგანმა MMA-ს ყოფილ მებრძოლ დმიტრი კუზნეცოვს სცემა.

კუზნეცოვმა მეგობარი გოგონა მიიყვანა მანქანით და შემდეგ საბარგულიდან ჩანთები გადმოჰქონდა, როცა სამიდან ერთ-ერთი გამოედო, რაზეც მან აგრესიულად უპასუხა და შემდეგ მოხდა ჩხუბი.

"სამნი მოდიოდნენ. მანქანიდან რაღაცები გადმომქონდა და ერთ-ერთი გამომედო. ალბათ, ჩემი პროვოცირება სურდა, არ ვიცი, რა ჰქონდა ჭკუაში. მე ცოტა აგრესიულად ვუპასუხე: "რა იყო, ადგილი არ გეყო გასავლელად?" ის მოვიდა ჩემთან და დაიწყო კამათი, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა", - იხსენებს კუზნეცოვი.

კუზნეცოვმა მძიმე დაზიანებები არ მიიღო და ამიტომ საავადმყოფოსთვის არ
მიუმართავს. რა მდგომარეობაში არიან ჩხუბის მონაწილე სხვა ადამიანები, უცნობია. ჩხუბის შემდეგ ისინი გაიქცნენ.

დაზიანება მიიღო ასევე კუზნეცოვის მეგობარმა გოგონამ, რომელიც მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დაეცა ერთ-ერთი ხულიგანი კუზნეცოვის დარტყმის შემდეგ და ცოტა ხანი ვერ დგებოდა, დანარჩენი ორი კი ყოფილ მებრძოლს მოერია, შემდეგ მათ მესამეც დაემატათ და სამივე კუზნეცოვს სცემდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ვის რაში აინტერესებს ეგ ისტორია? ცემეს ცემეს.ისე უქნიათ სულ დაუხოციათ ერთმანეთი.მაგარი მიცლილები ხართ რა
ზაზა
12:36 25-12-2019
19
საქმეც ისაა რომ არ წამიკითხავს.მეტი საქმე არ მაქვს იდიოტობები ვიკითხო.სათაურიც საკმარისია რომ წაუკითხავადაც გამოიტანო დასკვნა
ზაზა
14:57 25-12-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული