NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრს კორონავირუსი დაუდგინდა, ლიგა შეჩერდა - 11 მარტის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ჯანო ანანიძემ მძიმე ტრავმა მიიღო და ნაკრებს, სავარაუდოდ, ვერ დაეხმარება.

2. რაგბის კავშირი რუსეთთან გასამართი მატჩის წინ განცხადებას ავრცელებს.

3. ლევან კობიაშვილი უეფას მიმართავს: მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის.

4. "სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება.

5. საქართველოს პოტენციური მეტოქის კაპიტანი: ნუ წაგვართმევთ ოცნებას, გადადეთ ნახევარფინალური მატჩი.

6. ტოჩინოშინის ფეხმა ტაკანოშოს ზეწოლას ვერ გაუძლო...

7. ვილიანი "ჩელსის" ტოვებს - მსურველი რამდენიმე გრანდია.


9. ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: შარშანდელი გამარჯვებული ტურნირს გამოეთიშა - პსჟ მეოთხე ცდიდან გავიდა.

10. ESPN-ის ინფორმაციით, "იუტა ჯაზის" ფრანგ ცენტრ რუდი გობერს კორონავირუსი დაუდგინდა. "ოკლაჰომასთან" გასამართი მატჩის წინ კალათბურთელები შეამოწმეს და ფრანგის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. თავად გობერი ოკლაჰომაში გადის მკურნალობის კურსს, მისი თანაგუნდელები და "იუტას" პერსონალი კარანტინში არიან მოთავსებულნი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 დღეში "იუტამ" 5 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. ამ მიზეზის გამო NBA-ს რეგულარული სეზონი შეჩერდა და მატჩები, დაახლოებით, 1 თვით გადაიდო. გობერი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 15,1 ქულასა და 13,7 მოხსნას აგროვებდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული