30 ოქტომბერს, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თბილისის "დინამო" "OSC ბუდაპეშტთან" 8:14 დამარცხდა.
ამ მატჩში უნგრული გუნდი ფავორიტი იყო, თუმცა თავიდან "დინამო" 3:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ და გაიმარჯვეს.
ჩვენი გუნდიდან გოლები ბარალდიმ (2), ბითაძემ, მაგრაქველიძემ, ჯავახიამ, ცრეპულიამ და რურუამ (2) გაიტანეს.
"დინამომ" მესამე შეხვედრაშიც მარცხი განიცადა და 9 ნოემბერს "ფერენცვაროშს" უმასპინძლებს.
8-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 4 საუკეთესო გავა.