დოპინგი: რუსეთს პრეზიდენტი დაემუქრა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა გამოაცხადა იმ მკაცრი ზომების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისა და ამ ქვეყნის მძლეოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო დროს აგორებული სკანდალის ფიგურანტები არიან.

"თუ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისია არსებულ ეჭვს დაადასტურებს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამაზე "ნულოვანი მოთმენის" პოლიტიკის რანგში იმოქმედებს", - განაცხადა ბახმა.

როგორც უკვე ვწერდით, 3 დეკემბერს გერმანულმა ტელეარხმა ARD-მ ეთერში გაუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოყვანილია რუსი მძლეოსნების მიერ დოპინგის მიღების ფაქტები. მაგალითად, ფილმშია მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც 800 მეტრზე
ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მარია სავინოვა დოპინგის გამოყენების ფაქტს აღიარებს.

ამ სკანდალს უკვე გამოეხმაურა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალენტინ ბალახნიჩევი და ARD-ს ფილმს პროვოკაცია უწოდა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ეცდება, იურიდიულ პასუხისგებაში მისცეს ფილმის გამავრცელებლები.

თავის მხრივ, რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ ფილმს რუსული სპორტის დამცირების მცდელობა უწოდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთში ბევრი გაკეთდა დოპინგთან ბრძოლის საქმეში. ამასთან, მუტკომ დაამატა, რომ სამინისტრო მზად არის, რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტები გამოიძიოს, თუ გერმანელი ჟურნალისტები შესაბამის მასალებს მიაწოდებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული