20 ქვეყანა რუსეთისთვის სპორტული შეჯიბრებების ჩატარების უფლების ჩამორთმევას ითხოვს

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო ორგანიზაციები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ითხოვენ.

20 ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაცია (NADO) რუსული სპორტისთვის ახალ სანქციებს ითხოვს. კერძოდ კი, რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებზე დასწრების უფლება არ მისცენ და ასევე, ქვეყანას ყველა შეჯიბრების ჩატარების უფლება ჩამოართვან.

ასეთ შეთანხმებამდე ორგანიზაციები დუბლინის შეხვედრაზე მივიდნენ. ამის მიზეზი კი რიჩარდ მაკლარენის ანგარიშის მეორე ნაწილის ახალი მტკიცებულებები გახდა.

"სანქციები უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი სათანადო ნდობას და WADA-ს კოდექსის მიხედვით დადგენილ ზომებს არ მიიღებს ქვეყანაში დოპინგთან წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში", - განაცხადა გერმანიის ანტისადოპინგო სააგენტოს თავჯდომარემ, ანდრეა გოტცმანმა.

გარდა ამისა, NADO მიიჩნევს, რომ რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირის ჩატარების უფლება უნდა ჩამოართვან და ასევე, ახალი ტურნირების მიღების შესაძლებლობა არ მისცენ.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთს უკვე ჩამოართვეს მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების უფლება ბობსლეისა და სკელეტონში და ასევე, მსოფლიოს თასის ეტაპები ბიატლონსა და სამთო-სათხილამურო რბოლებში. ქვეყანას ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლების ჩამორთმევაც ემუქრება.

მოთხოვნას ხელი მოაწერეს ბელგიის, კანადის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, იაპონიის, ხორვატიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, სამხრეთ აფრიკის, გერმანიის, აშშ-ისა და ავსტრიის ანტისადოპინგო სააგენტოებმა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძლივს სიმართლე დაწერა არჩილ ხოპერიამ და ეგრევე მივარდნენ ტურებივით. ჰოდა რუსეთზე რომ არის ლაპარაკი ამიტომაც გეუბნებიან გირჩი რუსეთის დავალებას ასრულებს. თუ არ გჯერა ჩადი ჩეჩნეთში და ნახე რა დღეში არიან მაგ ნარკოტიკებით.
haha
12 იანვარი 2017 14:48
0
რა გირჩი რის მარიხუანა? აქ რუსეთზეა ლაპარაკი და არა გირჩზე, გაიარე აქედან, თუ ვერ ხვდები რომ სპორტი არ არის შენი საქმე?
უცებ გამოძვრა
12 იანვარი 2017 13:19
0
ახლა გირჩი მარიხუანას რომ თესავს და ჩემს ორგანიზმს და სხეულს რასაც მინდა იმას ვუზამო ამტკიცებს, ეს ხომ მოგწონთ?! ხომ უნდა იმსახურონ იმ ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებ მიღებულებმა სამსახურებში?! ეს სპორტსმენებიც რასაც უნდა იმას მიიღებენ, ტესტესტერონს, საკუთარ სისხლს ბარძაყიდან ვენაში გადაისხამენ, მელდონინს დალევენ თუ რამე სხვას, იმავე ლოგიკით ვისი რა საქმეა თავიანთ სხეულს რასაც უნდა იმას უზამენ, შემდეგ წავლენ სამსახურში - სპორტულ შეჯიბრებებზე და იმსახურებენ, მოიგებენ წააგებენ! ასე, რომ გირჩი დემაგოგობს!
არჩილ ხოფერია
12 იანვარი 2017 12:42
0
Z.LO და status quo ერთი და იგივე რუსის პროვოკატორი ტროლი ხარ შენ.
გამრავლდა უცებ
12 იანვარი 2017 12:02
0
status quo-ს ვეთანხმები. მსოფლოიო ჩემპიონატი ფეხბურთში ჩატარდება ისე, რომ მზე მაღლა იქნება. რუსეთს ფეხებს ვერ მოჭამენ, მარტო წკმუტუნებენ
Z.LO
12 იანვარი 2017 10:26
0
იმპოტენტი ევროპა თაღლით რუსეთს ვერაფერსაც ვერ დააკლებს....
status quo
11 იანვარი 2017 18:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული