ოსიმენის დიეტა - ნიგერიელი ფორმას ამ საკვების წყალობით ინარჩუნებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" შემტევი ვიქტორ ოსიმენი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. Corriere del Mezzogiorno ნიგერიელის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ 24 წლის ფეხბურთელის წარმატების საიდუმლო მისი კვების რაციონია.

წყაროს ცნობით, ნიგერიელი კვებას ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს, მისი რაციონი კი ხორცისგან, თევზისა და ბოსტნეულისგან შედგება. ვიქტორის საყვარელი რესტორანი ქალაქ ტორინოში მდებარეობს, სადაც ოსიმენი ყვითელ ბრინჯს თევზითა და ბოსტნეულით მიირთმევს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა "ნაპოლის" მაისურით 27 მატჩი გამართა, თავი კი 25 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altპირველი კონტაქტი შედგა - "ჩელსი" სპალეტისა

და ოსიმენის გადაბირებას ცდილობს

altკაპელო: კვარაცხელია და ოსიმენი სხვაობას ქმნიან და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია

altპენალტებს სწორედ ამიტომ არ ასრულებს - ოსიმენის დასაფასებელი საქციელი

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხორცი, თევზი, ბოსტნეული...სხვას მეც არაფერს ვჭამ, მაგრამ კი ვარ 100 კილო.ეტყობა, ხილს ვაყოლებ ზედმეტს და მაგისი ბრალია
Status quo.
13:54 27-03-2023
7
ხაში-ხინკალი-ხაშლამა-ხაჭაპური, ეს 4 "ხ" იყო ცხონებული მიშა მესხისა და სლავა მეტრეველის მენიუ - რა ვინმეზე ნაკლებები იყვნენ მსოფლიოში?!
ვაჟა მასწავლებელი
21:12 27-03-2023
4

სიახლეები პოპულარული