11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში "ჩიხურამ" სტუმრად "ფოლას" 2:1 მოუგო.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მაისაშვილი საკუთარ საჯარიმოში ორთაბრძოლაში შევიდა, მატჩის აზერბაიჯანელმა მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი სინანმა გაიტანა.
მეორე ტაიმში "ჩიხურამ" უფრო მწვავედ შეუტია. თუ პირველ ტაიმში მხოლოდ 2 მომენტი ჰქონდა, მეორე ტაიმში რამდენიმეჯერ შეეძლო გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი სარდალიშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა, როდესაც მაისაშვილის თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე ყველას დაასწრო.
გოლიდან 1 წუთში ჩიკვაიძეს შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს. ამის შემდეგ შესანიშნავად ითამაშა დინო ჰამზიჩმა და ორი ურთულესი ბურთი მოიგერია.
86-ე წუთზე კი დეკანოიძე საჯარიმოში წაააციეს, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და კორიფაძემ ჩიხურას" გამარჯვება მოუტანა.

ეში. "ემილ მაირიში"
ფოლა - ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 სინანი (23, პენ), 1:1 სარდალიშვილი (59), კორიფაძე (86, პენ)
ფოლა: კაბრალი, ბერნარდი, კორალი (ჰაჯი 86), მუჰარემოვიჩი, კარონი (დრიფი 77), ფრერე, საკრასი, დეივიდ სინანი (ქუასეირო 89), მერში, კლეინი, სეიდი
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მამასახლისი, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, ლექვთაძე (ფანცულაია 77), კორიფაძე, დეკანოიძე (კაშია 90), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (კაშია 65)

დავით მაისაშვილი: ჩვენს კარში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა
დინო ჰამზიჩი: "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია