26 სექტემბერს გიორგი ბერიძემ ბელგიაში პირველი გოლი გაიტანა.
ბელგიის თასის 1/16-ფინალში გიორგი ბერიძის "ლოკერენი" სტუმრად დამატებით დროში 2:4 დამარცხდა "ანტვერპენთან".
მეორე დივიზიონის "ლოკერენისთვის" პირველი დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერთან თამაში და თანაც გასვლაზე, იოლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.
მატჩი წესიერად დაწყებული არ იყო, რომ ბერიძემ ანგარიში გახსნა. მან თავის ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. თუმცა, შემდეგ მასპინძლებმა პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანეს. 85-ე წუთზე "ლოკერენმა" ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა. ოვერტაიმში კი "ანტვერპენმა" ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და მერვედფინალში გავიდა.
ბერიძე "ლოკერენს" იჯარით სეზონის ბოლომდე ჰყავს აყვანილი და მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს.