todofichajes: გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე იტალიურმა გრანდმა მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა todofichajes.com-ი წერს, რომ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძით იტალიური "ნაპოლი" არის დაინტერესებული და ბელგიურ კლუბთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გიორგის მომავალ ზაფხულში შესაძენად.

"ნაპოლის" ჩაკვეტაძე ხოსე კალეხონის შემცვლელად უნდა. 32 წლის ესპანელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და ხელშეკრულების გახანგრძლივებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის შემცვლელად ნეაპოლელები, პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძეს განიხილავენ.

გამოცემის მიხედვით, "ნაპოლიმ" უკვე დაიწყო ბელგიურ მხარესთან მოლაპარაკებები და მზად არის, მომავალ ზაფხულს ჩაკვეტაძის სანაცვლოდ "გენტს" 25 მილიონი ევრო გადაუხადოს.

დიეგო მარადონას ყოფილ
კლუბს კარლო ანჩელოტი წვრთნის და იტალიელებმა სულ ცოტა ხნის წინ დაამარცხეს ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი სეზონის გამარჯვებული "ლივერპული". სერია A-ში კი ანჩელოტის გაწვრთნილები მე-4 ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნაპოლში თავისუფლად გაქაჩავს გიო,მაგრამ მე ერთი რამე მაფიქრებს,ტრამვები არ დასჩემდეს,ღმერთმა დაიფაროს. ისე კი ბარსა რეალი იუვე არ ვიცი,მაგრამ ნაპოლის და რომას დონის გუნდებს ნაღდად გაქაჩავს.
გოგა
16:16 30-09-2019
8
ოჩხამურის სპორტულმა სააგენტომ მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია ნაპოლის ბარსელონამ დაასწრო და ჩაკვეტაძე პირდაპირ ხელმოწერის წინ წაართვა და მომავალ სეზონში კატალონიურ გრანდში იასპარეზებს ვის ატყულებთ ან არ მოგწყინდათ რომა რეალი ვალენსია ეხლა ნაპოლი რომელიღაც ორღობის ესპანურმა პორტალმა რაღაც წაჯღაბნა და ეს აქ ოფიციაკურ ინფოდ დიდის ამბით გამოაქვეყნეს აცალეთ მაგ ადამიანს ტრამვა მოიშუშოს გენტში სრულფასივნად წარმოაჩინოს თავი და მერე შეიძლება მართლა დაინტერესდეს რომელიმე წამყვანი ლიგის საშუალო გაბარიტების მქონე კლუბი თორენ ამით თქვენ თავს აბოლებთ მოლოდინებს უქმნით ფეხბურთის გულშემატკივრებს და საბოლოოდ ნაპოლის ნაცვლად ტვენტეში რომ გადავიდეს იტყვით დასრულდა ამის საფეხბურთო კარიერა უკვეო ნუ გ ვ ა ბ ო ლ ე ბ თ ინტერნეტი ყველას გვაქ და უცხოურ გავლენიან სანდო სააგენტოებზეც არანაკლები წვდომა გვაქ სადაც სათაურში გამოტანილი შესაძლი ტრანსფერის შესახებ ერთი სტრიქონიც არ დაუწერიათ უცხოურ წამყვან სპორტ პორტალებს
Aspral
15:04 30-09-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული