ეროვნული ლიგა. XXIII ტური: თბილისის "დინამომ" თამაში შემოატრიალა - "საბურთალომ", პრაქტიკულად, ტიტული დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში თბილისის "დინამომ" "საბურთალო" 2:1 დაამარცხა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო.

პირველ ტაიმში "საბურთალო" უპირატესობას ფლობდა, სამჯერ გოლის გატანა მეკარე პერალესმა არ დაანება, მეოთხედაც შესწვდა ბურთს, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი აქტიურმა კოხრეიძემ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გაბედავამ დაახანა და მეორე გოლის გატანა ვერ შეძლო. აღსანიშნავია დაცვაში "დინამოს" სუსტი თამაში.

შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში იყო. "საბურთალოს" მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა კოხრეიძე ჩაბრაძით შეცვალა და ალბათ, უფრო
ანგარიშის შენარჩუნებაზე აპირებდა ზრუნვას, მაგრამ უეცრად მოედანზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - სანდოხაძემ უკანასკნელი იმედის ჯარიმით ქიმაძე შეაჩერა, გააძევეს, საჯარიმო კი თავის საფირმო სტილში ნინუამ გამოიყენა. მან მიმდინარე სეზონში მეშვიდე საჯარიმო გაიტანა.

75-ე წუთზე მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ნინუამ უზადოდ შეასრულა და "დინამოს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა.

ამ მოგებით თბილისის "დინამო" ბათუმის "დინამოს" ქულებით გაუთანაბრდა (ბურთების უკეთესი სხვაობით გალიდერდა), "საბურთალო" კი მათ 7 ქულით ჩამორჩა და, პრაქტიკულად, ჩემპიონის ტიტული დაკარგა.

6 ოქტომბერს ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს და შესაძლოა, ეს შეხვედრა ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იყოს.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - საბურთალო 2:1
გოლები: 0:1 გიორგი კოხრეიძე (42), 1:1 ნიკა ნინუა (69), 2:1 ნიკა ნინუა (75)
გაძევება: ნიკა სანდოხაძე (67)

დინამო (თბ) (4-4-1-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო, არფანგ დაფე (აკაკი შულაია 87), გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა (კ), მიხაილო შიშკა (გიორგი ზარია 50), კვამე კარიკარი (ლევან მჭედლიძე 90+1)

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

საბურთალო (4-2-3-1): ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ნიკა სანდოხაძე, იური ტაბატაძე (ლუკა ლაკვეხელიანი 58), გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი დიასამიძე, ელვინ ტერა (ოგნიენ როლოვიჩი 77), სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კოხრეიძე (გრიგოლ ჩაბრაძე 66), გიორგი გაბედავა

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
კობიაშვილს-ბატონო ლევან დიდ პატივს გცემთ ბათუმში და იმედი გვაქვს მსაჯის მოქმედებაში თქვენი ხელი არ ურევია
ბათუმის ფანი
02 ოქტომბერი 2019 22:57
12
მსაჯზე დაწერეთ!!!
ბათუმის ფანი
02 ოქტომბერი 2019 22:56
6
რატომ არაფერს წერთ მსაჯმა რა პენალტი დადო იმ არაკაცმა!?
ბათუმის ფანი
02 ოქტომბერი 2019 22:47
11
არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას რა, ასეთი მიკერძოებული მსაჯობა და კიდევ უარესი სტატიის ავტორის არცერთი სიტყვა მოგონილ პენალზე...
სოსო
02 ოქტომბერი 2019 22:43
9
ვუყურე მე მაგ მეორე ტაიმს, ათკაციანი ,,საბურთალო" კიდევ სჯობდა ,,დინამოს", გაძევებაზე ვერაფერში შეედავები. მაგრამ რაც შეეხება პენალტს, მე მგონი მსაჯს დაესიზმრა!
მამუკა
02 ოქტომბერი 2019 22:37
8
თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი რა წესით ხდება?
ბაღდათი
02 ოქტომბერი 2019 22:24
1
ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგი გაითვალისწინება პირველ რიგში და ამ მაჩვენებლით დინამო ბათუმია პირველზე რადგანაც სამიდან ორი თამაში ბათუმმა მოუგო თბილისის დინამოს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
02 ოქტომბერი 2019 23:02
4
ურთიერშეხვედრებში მოპოვებული ქულებით
avicena
02 ოქტომბერი 2019 22:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული