უნგრეთის ქალაქ დიორში 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ონისე სანებლიძე (100 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სანებლიძემ სერბი პეტარ ცირკოვიჩი დაამარცხა, გერმანელ დომენიკ შოენეფელდტთან წააგო, ხოლო რეპეშაჟში ბელარუს მიკიტა სვირიდს და ავსტრიელ აარონ ფარს სძლია.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კობა მჭედლიშვილი (90 კგ) ბელარუს ვიკტორ კლიავუსაუსთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან