თავისუფალ ჭიდაობაში საფრანგეთის გრან პრი, იგივე ანრი დელანის სახელობის ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედლებს დავით ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) დაეუფლენ.
ბრინჯაო ლადო ხინჩეგაშვილს (65 კგ), ბექა ბუჯიაშვილსა (57 კგ) და ირაკლი მწითურს (92 კგ) ხვდათ წილად.
16.01.21. ნიკა კენჭაძის ოქრო
საერთო გუნდურ ჩათვლაში გიორგი იანტბელიძის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აშშ,
ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი გავიდა.
ჩემპიონები გახდნენ და ოქროს მედლები მოიპოვეს ზურაბ იაკობაშვილმა, ბექა ლომთაძემ, ნიკა კენჭაძემ და გენო პეტრიაშვილმა. ვერცხლის მედალოსნები დავით ტლაშაძე და გივი მაჭარაშვილი გახდნენ, ხოლო ბრინჯაო ლადო ხინჩეგაშვილს, ბექა ბუჯიაშვილსა და ირაკლი მწითურს ხვდათ წილად.