1-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უბრუნდება და დღეს ვენის ტურნირში ჩაერთვება.

ჩვენებურს წილისყრაში საშინლად არ გაუმართლა და მეტოქედ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი, მსოფლიოს მე-4 ნომერი, 26 წლის დანილ მედვედევი ერგო.

მოგეხსენებათ, რუსებს სანქციები ჩოგბურთშიც დაუწესდათ და მათი ჩოგბურთელები ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობენ.

ნიკოლოზი დანილს კარიერაში არასდროს დაპირისპირებია. მედვედევი რამდენიმე თვის წინ სულაც რეიტინგის პირველი ნომერი გახლდათ.

როგორც უკვე ვწერდით, ბასილაშვილს რეიტინგში უდიდესი რეგრესი აქვს. ქართველს ინდიან უელსის მასტერსზე დაკარგული ქულები გამოაკლდა, რის გამოც ახლა რეიტინგში 94-ე საფეხურს იკავებს და ამ ცუდი შედეგის გამოსწორება ესაჭიროება.

ვენის ტურნირი 500-ქულიანი გახლავთ. თუ ნიკოლოზმა მოახერხა და ეს ურთულესი ბარიერი გადალახა, მერვედფინალში ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელს, ავსტრიელ დომენიკ ტიმს შეხვდება.

ქართველმა გასულ წელს ვენაში პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას მოუგო, შემდეგ კი იტალიელ მატეო ბერეტინისთან წააგო და თუ დღეს დამარცხდება, ქულებს რეიტინგში კიდევ დაკარგავს.

მოგეხსენებათ, ბასილაშვილს ბოლო 9 მატჩში 8 წაგება აქვს, იმ 1 მოგებულ შეხვედრაშიც ჩვენებური მარცხდებოდა, როდესაც მეცის ტურნირზე მისმა ბელგიელმა მეტოქე ზიზუ ბერგსმა შეხვედრა ვერ გააგრძელა.

ვენის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 489 935 ევროა. ბასილაშვილისა და მედვედევის შეხვედრა ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 19:30 საათზე გახლავთ ჩანიშნული.

ადამიანი.
ამ საშინელი ქვეყნიდან ყველა სპორტსმენი უნდა მოიხსნას.რას მიქვია დროშის გარეშე თამაში.ნახეს გამოსავალი არც მწვადი დაწვან არც შამფური.ფაშისტებზე დაუნდობლები არიან.უდანაშაულო ბავშვებს სიხარულით ხოცავენ და თან ტრაბახობენ.ვინც უჯიშო რუსებს ემხრობით ღმერთის გეშინოდეთ.
მარი
წარმატებები ყოველთვის და ყველგან. დაგლოცოს უფალმა.
ბესო
იმედია დამშვიდებული და მობილიზებული გამოვა ნიკა დღეს კორტზე
ბადრი
მოსპო კაცი იმ ალქაჯმა
ლევანი
არ დაიჭირო საქმე, კაია, რა სულ თავისი ნებით დაიჭირა საქმე ბასილაშვილმა სასამართლოსთან? ადამიანზე დაუნდობელი ცხოველი, სხვა არ არის. მითუმეტეს გაუნათლებელი და ყველაფრის მკადრებელი ქალი როცა გებრძვის. გაანადგურა და ეგაა, თავის თავს არ გავს ბიჭი. ეეეეჰ...
მოქალაქე
პოლიციასთან დაგავიწყდა.
დათო
წარმატებები ნიკა! შენ ეს შეგიძლია!
დავით 67
იმ ბოროტებამ რაც დაპირდა კი შეუსრულა. გაგანადგურებო რომ ეუბნებოდა. ეგაა ოღონდ ფული ვერ მიიღო. მე15 დან 94 მდე დაშვება. სასამართლოს ამბები იყო ნამდვილად. თუ გინდა კაცი კარგად იყო საქმე არ უნდა დაიჭირო სასამართლოსთან ექიმთან და ხელოსანთან
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
უმძიმესი ბადე - ბასილაშვილი ვენაში მსოფლიოს მე-4 ნომერს დაუპირისპირდება
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნიკოლოზი ძველ ფორმას იბრუნებს - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი დაამარცხა!
"მის მსგავს" სპორტსმენებს ვისურვებდი" - რუსები ბასილაშვილით აღფრთოვანებული არიან, მათ ნიკოლოზის ქმედება სათავისოდ გამოიყენეს
წელს პირველი გამარჯვება ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში - ბასილაშვილმა მერიდას სძლია და მსოფლიოს მე-6 ნომერზე გავიდა
"წადი ყ**ზე" - რუსეთის პირველმა ნომერმა მამაკაცმა ჩოგბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას ფანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო