სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს", რომლის ამჟამინდელი ცენტრფორვარდიც "ბარნლიდან" იჯარით არის წამოსული, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ცხრიანის ყიდვა დასჭირდება.

არსებობს ორი რეალური ვარიანტი: ჰარი კეინი, რომელიც პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთსო თავდამსხმელია და ვიქტორ ოსიმენი, ასევე გამორჩეული იტალიის სერია ა-ში.

იმის გასარკვევად თუ რომელი მათგანი მოერგება ტენ ჰაგის გუნდს უფრო კარგად, სკოტ სანდერსმა და რობ ბლანშეტმა The Promised Land-იდან, 90min-ის პოდკასტში

ორივე ფორვარდის დადებით და უარყოფით თვისებებზე ისაუბრეს.

ღირს ჰარი კეინი 100 მილიონი?

რობ ბლანშეტი: როდესაც ისეთ ფეხბურთელს უყურებთ, როგორიც ჰარი კეინია, ხედავთ რა არის თქვენი გუნდისთვის საჭირო. სულ რამდენიმე ისეთი პოზიციაა,

რომლის გაძლიერების შემთხვევაშიც იმწამსვე ტიტულის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდებით.

ხალხი იტყვის, რომ ეს თანხა ინგლისელის სანაცვლოდ ბევრია, თუმცა იგი ჯერ კიდევ უმაღლეს დონეს აჩვენებს და ახერხებს სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანას.

თუკი ამჟამინდელ სატრანსფერო ბაზარზე შენ შეგიძლია მსგავსი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც 2-3 წელი მსგავს ციფრებს დააფიქსირებს, მაშინ ეს მისაღები ფასია.

"მანჩესტერ იუნაიტედს" კეინი მომავალი სეზონის დაწყებამდე რომ დაემატებინა, დარწმუნებული ვარ, სატიტულო რბოლაში ფავორიტები ვიქნებოდით.

იქნება თუ არა ჰარი კეინი ვიქტორ ოსიმენზე უკეთესი შენაძენი?

სკოტ სანდერსი: რაც შეეხება იმ აზრს, რომ ჰარი "ზედმეტად ასაკოვანია": ეს მართალი იქნებოდა იმ ტიპის ფორვარდებზე, რომლებისთვისაც საკუთარი სისწრაფე, მცველების ზურგს უკან გაქცევა და ფიზიკურობა მთავარი უპირატესობაა (კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად). მათი 30 წლის ასაკში გაფორმება ნამდვილად მიუღებელი იქნებოდა.

ინგლისელ ფორვარდს უმაღლესი დონის მოთამაშედ საკუთარი გონება, საფეხბურთო ინტელექტი აქცევს. ის უფრო და უფრო ჭკვიანი, გამოცდილი გახდება, მანამ სანამ ტრავმას არ მიიღებს. მას ეცოდინება რა როლი უნდა დაიკავოს.

მარკუს რაშფორდისა და ჰარი კეინის დუეტი პოტენციური ოქროა. ეს იგივე კეინი-სონის დუეტი იქნება, მაგრამ მარკუსი კორეელის ახალგაზრდა ვერსიაა. რაშფორდს ჰარისნაირი ფორვარდის ყოლა უდიდეს სარგებელს მოუტანს.

ვფიქრობ, კეინი "მანჩესტერისთვის" იდეალური ვარიანტია. ვიცი, ხალხი ვიქტორ ოსიმენს ითხოვს, თუ კლუბი მას იყიდის ესეც მშვენიერი იქნება, თუმცა, ჩემი აზრით, ეს გაცილებით ძვირი დაჯდება. ადაპტაციისვის ნიგერიელს ინგლისელზე მეტი დრო დასჭირდება. ვთვლი, რომ სერია ა-დან პრემიერ ლიგაში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია, ეს კი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რაც კალიდუ კულიბალის მაგალითზე შეგიძლიათ ნახოთ.

იტალიაში ის, რაც მოთამეშეს გამორჩეულს ხდის და სხვებზე მაღლა აყენებს ფიზიკური მონაცემებია. პრემიერ ლიგაში კი ეს ბევრად უფრო დაბალანსებულია.

"მანჩესტერი" დაინტერესებულია ვიქტორის შეძენით, რისი წინააღმდეგიც პირადად მე არ ვარ, თუმცა ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად ჰარი კეინს ავირჩევდი."

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ის, წარმოუდგენელია, ენა ჩამივარდა!" - სკალონიმ ალჟირთან მატჩის შემდეგ, მესიზე ისაუბრა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
მესამე მუნდიალი სამწვრთნელო კარიერაში - ტუნისის თავკაცი რენარი გახდა
ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდის
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 4-გოლიანი თრილერი - ირანმა და ახალმა ზელანდიამ ქულები გაიყვეს
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
თოფურია რევანშის მოლოდინშია - ილიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
[VIDEO] ბელგიისა და ეგვიპტის სანახაობრივი მატჩი ფრედ დასრულდა
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
კუკურელიამ "ბარსელონას" ნაცვლად "რეალი" აირჩია
"ევერტონი" 1:1 "ტოტენჰემი" - 3 ყვითელი და 2 წითელი ბარათი, დაძაბულობა პრემიერ ლიგის 29-ე ტურში
"ევერტონი" 1:1 "ტოტენჰემი" - 3 ყვითელი და 2 წითელი ბარათი, დაძაბულობა პრემიერლიგის 29-ე ტურში
"ვდომინირებდით და გამარჯვებას ვიმსახურებდით" - ტენ ჰაგი "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ
"ნაპოლის" "ვერონასთან" მატჩში 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
მანჩესტერული დერბის შემდეგ - ფოდენი "ქალაქელი" კიდევ დიდხანს იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" უარი სწორედ ამიტომ ვუთხარი" - ბენზემა "ლიონიდან" წასვლაზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა უნდა სცადოს" - დიმიტარ ბერბატოვი
მემფის დეპაი, შესაძლოა, "მანჩესტერში" დაბრუნდეს