სპეციალისტები კი 7 აგვისტოს შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ მომდევნო შეხვედრა უკვე ყრილობა იქნება, სადაც გამგეობასა და პრეზიდენტს აირჩევენ
7 აგვისტოს, 13 საათზე სპორტის სასახლეში ქართველი მწვრთნელები შეიკრიბნენ.

მათი თავმოყრის მიზანი ახალი ორგანიზაციის დაარსება იყო - საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა ასოციაციის.

იგი მაისში დაფუძნდა, სპეციალისტები კი 7 აგვისტოს შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ მომდევნო შეხვედრა უკვე ყრილობა იქნება, სადაც გამგეობასა და პრეზიდენტს აირჩევენ.

საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით თორთლაძემ ორგანიზაციის შექმნის საკითხებზე ილაპარაკა:

- საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის მწვრთნელია, საპატიო მწვრთნელი, ქალთა, ბავშვთა, სუპერლიგის... ფედერაციის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას, ერთმანეთთან ნაყოფიერი მუშაობით კი ბევრი პრობლემის გადაჭრა შეიძლება.

სამწვრთნელო და საკალათბურთო სფეროში არის უამრავი საკითხი, რომელიც კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ. ამ საქმეში ვინ არიან მწვრთნელებზე კომპეტენტურები?

დავით თორთლაძემ იქვე დასძინა:

- მწვრთნელთა ასოციაცია საქმის საკეთებლად დაფუძნდა, კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში ხმის უფლებას არ ითხოვს, რადგან ამის უფლება არა აქვს.

საქართველოს კანონმდებლობით ხმის უფლება ენიჭება იმ ორგანიზაციას, რომელიც წელიწადზე მეტხანს ფუნქციონირებს და შედეგიანი მუშაობით იმსახურებს არჩევნებში ხმის უფლებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ