საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
2013 წლის 6 ნოემბერს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა "კალათბურთელთა კავშირის" წევრების - მიხეილ ახვლედიანისა და დავით თორთლაძის კომენტარები (იხილეთ სტატია).

აუცილებლობად მიგვაჩნია, ამ კომენტარებთან დაკავშირებით განვაცხადოთ შემდეგი:

1. "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელი ახვლედიანი მორიგ ტყუილს ავრცელებს, როცა ამბობს: "წლეულს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 12 ფედერაცია დააარსა".

ვაცხადებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას არც წლეულს და არც მანამდე არანაირი ფედერაცია ან სხვა სახის ორგანიზაციები არ დაუფუძნებია. ამის გადამოწმება ნებისმიერ მსურველს ძალიან მარტივად შეუძლია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ვებ-გვერდის საშუალებით, სადაც ვერ ნახავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დაფუძნებულ ვერც ერთ ორგანიზაციას.

მოვუწოდებთ "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელ ახვლედიანს, რომ შეწყვიტოს სიცრუის ტირაჟირება და მრავალრიცხოვანი ტყუილებით საკალათბურთო სტრუქტურების შეცდომაში შეყვანა.

იმავე კომენტარში ვკითხულობთ: "თუ ეროვნული ფედერაცია ჩიხში შევა, კონფლიქტი იქნება სპორტის სამინისტროსთან, ხელისუფლებასთან, კლუბებთან, ბავშვთა სკოლებთან, მაშინ ჩვენი ფედერაციის არსებობა შეიძლება აქტუალური გახდეს".

ამ კომენტარით კიდევ ერთხელ დასტურდება ჩვენი მოსაზრება მის სეპარატისტულ ქმედებებთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მივმართავთ ახვლედიანს, მოეგოს გონს და შეწყვიტოს საკალათბურთო სამყაროს გახლეჩვის მცდელობა და პარალელური სტრუქტურებით მანიპულირება.

2. "კალათბურთელთა კავშირის" წევრი თორთლაძე აცხადებს: "სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თავის დროზე დადო დასკვნა, რომლის მიხედვით, კალათბურთის ფედერაციას წესდების შემუშავებისას უნდა გაეთვალისწინებინა სამინისტროს რეკომენდაციები".

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ: ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია კალათბურთთან (მათ შორის, ფედერაციის წესდების), უნდა მიიღონ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა. შესაბამისად, ნებისმიერი გარედან ჩარევა, მათ შორის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ყიფიანის მხრიდან, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მით უმეტეს, როცა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) წესდების 9.7 მუხლში გარკვევით აღნიშნულია:

"წევრმა ეროვნულმა ფედერაციებმა უნდა მართონ თავიანთი საქმიანობა დამოუკიდებლად და მესამე მხარის ზემოქმედების გარეშე".

იმის საილუსტრაციოდ, რომ მინისტრ ყიფიანის მხრიდან ფედერაციის წესდებასთან დაკავშირებით ხდებოდა და ხდება ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა პერმანენტული წერილების სახით, წარმოგიდგენთ ბოლო მიმოწერას მინისტრსა და ფედერაციას შორის:

წყარო: gbf.ge

sano
ყველა ფედერაცია გამოცხადდეს აპოლიტიკურად და ყველგან დაინიშნოს არჩევნები,შეირჩეს არა მაფიის წარმომადგენლები,რომლებიც ნებისმიერ სახეობაში წლებია ბოგინობენ და ვითომ წლებისწინ მიღწეულ წარმატებებს ამოფარებულნი,არადა წარმატებებისთვის და დამსახურებებისთვის მადლობა ვუთხრათ ყველა ფედერაციაში ასეთ ხალხს და დავასვენოთ ,მითუმეტეს რომ ეს დაიმსახურეს,გზა მივცეთ ახალ კადრებს,როგორც ასაკოვანს ასევე ახალგაზრდა თაობას მწვრთნელებისას,მათი ერთობლივი შრომით შედეგი მოვა.ასეა ფეხბურთში,ასეა ძიუდო,ჭიდაობა,ჭადრაკი,ჩოგბურთის,ცურვის,წყალბურთის,ხელბურთის ფედერაციებში,შეიძლება სხვებშიც....
qutaiseli
კალათბურთს უკვე დარხეული აქ თაობა აღარ მოდის და აწი გინდა ბესო იყოს და გინდა კესო თუ ვინმეს იმის იმედი აქ წამოჯდება ფედერაციაში და მერე ბიძინას მოწველის ვაი მის პატრონს უბედურს სანამ სახელმწიფოს იქ თავის ხალხი არ ეყოლება კაპიკს არავინ ჩადებს ფულს ივანიშვილი არავის ანდობს თავის ხალხის გარდა თუ ფული მთავრობამ არ აკონტროლა კაპიკს არ ჩადებს არააა.და სწორიც იქნება.ფედერაციაში ვინც მოვა ფულიც იმან უნდა იშოვოს და სპონსორებიც თუ დამოუკიდებელი ხარ შენი თავი შენვე უნდა არჩინო.
თემო ტყეშელაშვილი
გენაცვალეთ ბატონო ბესო მაგ პასუხში. ესეთი თავმოყვარე და ღირსეული მოღვაწე ბევრი არ მოიძებნება დღეს, მაგრამ ზოგიერთებს რატომღაც ქვემძრომი ახვლედიანის და მაგის მოდგმის სჯერა, მოდაა ეგეთი და მაგიტომ... დააფასეთ ლიპარტელიანის მოღვაწეობა თორემ სახვეწარი არაფერი აქვს მაგ კაცს,არ გაუჭირდება ამ პოსტის გარეშეც, წავა და მერე სანატრებელი გაგიხდებათ!
თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ოლიმპი-მაკაბი 96:59 - შანსის გარეშე
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ქუთაისი-ოლიმპი 83:64 - მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვება
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს
ᓝᕚᓘ
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
მიხეილ გაბრიჩიძე: ვეცდები, ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე ავიყვანო
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
მიხეილ ახვლედიანი: იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
მიხეილ გაბრიჩიძე: ორი მხარის დავაში თავს დაჩაგრულად ვგრძნობ
ბესიკ ლიპარტელიანი: ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციაზე!
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა ასოციაცია დაარსდა
"ოლიმპმა" ოთხი კალათბურთელი დაიმატა
"ოლიმპმა" საქართველოს თასის საკვალიფიკაციო "მაკაბის" ძლევით დაიწყო