ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რომან პოკორა: რაც ლანჩხუთში ვნახე, მსგავსი არსად მინახავს და არც გამიგია

რომან პოკორა: რაც ლანჩხუთში ვნახე, მსგავსი არსად მინახავს და არც გამიგია

ლანჩხუთის "გურიამ" მთელი დუნია არა, მაგრამ წელს საქართველო ნამდვილად გადარია
ფოტოზე: დავით მახარაძე, რომან პოკორა და ზაზა ურუშაძე

ლანჩხუთელებმა მთელი დუნია არა, მაგრამ წელს საქართველო ნამდვილად გადარიეს: მიუხედავად იმისა, რომ გურულებმა სეზონის დაწყებამდე ორი დღით ადრეც კი არ იცოდნენ, რა შემადგენლობით ითამაშებდნენ, 11 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე არიან და ბევრად უკეთესი შემადგენლობისა და პირობების მქონე გუნდებს უსწრებენ.

ცხადია, ყველაზე გაჭირვებული და, ფაქტობრივად, სეზონისთვის მოუმზადებელი გუნდისგან ასეთი შედეგი სიურპრიზია.

დავით მახარაძის დაწყებული საქმე არანაკლები წარმატებით უკრაინელმა სპეციალისტმა რომან პოკორამ გააგრძელა. ბოლო ტურში "გურიამ" მძიმე ბრძოლაში "ზუგდიდი" 1:0 დაამარცხა.

ლანჩხუთელთა მთავარ მწვრთნელს ინტერვიუ ვთხოვეთ...

- როცა გუნდს ფინანსურად არ ულხინს, მოთამაშეების მობილიზება ძნელია. არადა, "გურიას" სწორედ ბრძოლისუნარიანობა გამოარჩევს. როგორ ახერხებთ ამას?

- საამისოდ ფოკუსები არ დამჭირვებია. საერთოდ, ფინანსური კრიზისი არა მხოლოდ ლანჩხუთის "გურიას", არამედ მსოფლიო ფეხბურთსაც აწუხებს, განსაკუთრებით - ესპანეთს, მაგრამ გადახედეთ მათ გუნდებს, ევროსარბიელზე კრიზისი დაეტყოთ? ანუ, შესაძლებელია, რომ ფეხბურთელებმა პრობლემები მოედანზე მაინც დაივიწყონ.

ასე მოხდა ჩვენთანაც - მოთამაშეებს მშვენივრად ესმით, რომ მათ მთელი გულითა და სულით უნდა ითამაშონ, ფეხბურთზე შესასვლელად ხომ ფული არავის მიუცია. ანუ თამაში ყველას უყვარს და თავს თუ გამოიჩენენ, "გურია" მშვენიერი ტრამპლინია და უკეთეს გუნდებში მოხვდებიან.

საბედნიეროდ, ჩემს ბიჭებს ამის ახსნა არ სჭირდებათ და ყველა შეხვედრას თავდადებით ატარებენ. ფინანსური საკითხები კი მოუგვარებელი არ ჩანს.

- სწორედ ეს არის საინტერესო. კლუბში ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა?

- მთელი 15 წელი ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის მიღმა იყო დარჩენილი. კარგად მესმის, რომ ერთ დღეში ყველაფერი ვერ მოგვარდება და გუნდი ვერ აშენდება, მაგრამ ვხედავ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებენ.

რაც აქ ვნახე, მსგავსი არსად მინახავს და არც გამიგია. ლანჩხუთის გამგებელი "გურიას" პრობლემებით ცხოვრობს და ვითარების გამოსწორებას გვპირდება.

ვიცი, რომ ეს მხოლოდ დაპირება არ არის და საამისოდ მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. კლუბის დირექტორი კობა მირზაშვილი კი დილის 7 საათიდან გვიან ღამემდე გუნდთანაა და მისი პრობლემებით ცხოვრობს.

- ქობულეთსა და ფოთში ჩატარებული 5 მატჩიდან ხუთივე მოიგეთ და "დინამოსთან" ერთად, "გურია" ის გუნდია, შინ ქულა რომ არ დაუკარგავს. ჩვენი კორესპონდენტი წერდა: ამაზე ხუმრობენ, ნუ გააკეთებენ ლანჩხუთში სტადიონს, იქ უკეთეს შედეგს ვერ ვაჩვენებთო...

- კარგია, რომ ასეთი კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ რეალურად, საკუთარ სტადიონზე თამაში მაინც სულ სხვა განცდაა, საკუთარი გულშემატკივარი დიდი სტიმულია. დარწმუნებული ვარ, ლანჩხუთში კიდევ უფრო უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ. ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა, მეორე წრეში კი ძალიან მძიმე ბრძოლები გველის - "ვიტ ჯორჯიასთან", "სიონთან", რომელსაც ახლა ქულები ჰაერივით სჭირდება, ერთ-ერთ ლიდერ ქუთაისის "ტორპედოსთან" და "ზესტაფონთან". მოკლედ, ამ მატჩებში "საშინაო კედლები" ძალიან დაგვეხმარება და იმედია, ლანჩხუთს მალე დავუბრუნდებით.

- გუნდი ნორმალურ პირობებში ვარჯიშობს?

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ "დინამოს", "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" დარი პირობები გვაქვს. მოსაწესრიგებელია ჩვენი სავარჯიშო მოედანიც, მაგრამ ელემენტარული პრობლემები მოხსნილია - ფეხბურთელთა საცხოვრებლის, კვებისა და ვარჯიშის საკითხებს ვგულისხმობ. უკვე ესეც საქმეა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გურიაში" ნიგერიელი პიტერ ტერნა სუსვამი ჩაირიცხა...

- მან უკვე დაგვტოვა.

- რატომ?

- არ მიყვარს "კატა ტომარაში". ფეხბურთელს თავად თუ არ ვიცნობ და მის შესაძლებლობაში დარწმუნებული არ ვარ, ისე გუნდში არ ვიწვევ. ეს ფეხბურთელი კი ჩემი მოთხოვნით არ ჩამოსულა.

საერთოდაც, "გურიაში" იმიტომ ჩამოვედი, რომ ქართველები ვავარჯიშო. ძლიერ ფეხბურთელზე უარს არც ერთი ნორმალური მწვრთნელი არ იტყვის, მაგრამ გუნდში ისეთი მოთამაშე უნდა მოიყვანო, ვინც ადგილობრივს სჯობია. მე კი ვერ დავინახე, რომ სუსვამი რომელიმე კონკურენტს სჯობდა.

"გურიაში" ახლა მხოლოდ ორი ლეგიონერია - არნოლდ ჩუენსუ და ვიტალი შუმეიკო. პირველი გუნდში დამხვდა და მომეწონა, შუმეიკოს კი ვიცნობდი და თავად ჩამოვიყვანე.

- შუმეიკო ფორმაშია?

- ნელ-ნელა ფერზე მოდის. მას უკრაინისა და რუსეთის ძლიერ კლუბებში უთამაშია, არც გამოცდილება აკლია, არც პროფესიონალიზმი და დარწმუნებული ვარ, "გურიას" დიდ სამსახურს გაუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ლიხაურელი

გამარჯვება გურია!გუნდის თავკაცებს გვთხოვთ გამოაქვეყნოთ მობილურის ნომერი გუნდისთვის შედძლებისდაგვარად თანხის ჩასარიცხად.

• SHUKOVANI

baleshik , იმ ნაკრებს *** , იმ კაცს რომ ნაკრებში გამოიძახებს რომელსაც , 3 სეზონში ცხრა (!) არასრული მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის , საშუალოზე დაბალი დონის გუნდში ! შემდეგ , რომელ ნაკრების წევრობაზე საუბრობ !? 2 არასრული მატჩი რომ ითამაშა , ამხანაგურში !? :))))) კაააააააააააააროოოოოოოოჩეეეეეეეეე რაააააააააააააააააა !!!!!!!!

• baleshik

SHUKOVANI სიმართლე გითხრა მაგას რომ არ უნდოდა მაგიტომ არ წამოსულა სუსვამი მაქედან... საშინელი პირობები იყო, არც გათბობა, არც საჭმელი, არც ვარჯიში.. და სუსვამის აგენტებმა არ დატოვეს ის გურიაში.. და როგორც ვიცი საერთოდ არც უვარჯიშია.. და სუსვამი რომ გურიაში კონკურენციას ვერ უწევდა ვინმეს სასაცილოა .. ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი.. ტეხავს პროსტა ასეთ ტყუილს რომ იძახის ინტერვიუში ტრენერი.

• SHUKOVANI

baleshik , კარგი ფეხბურთელი იყო და , არ მინდა ამის დედაც ! მე ცუდი ფეხბურთელები მინდაო არა !? პ.ს ამ სეზონში 7 გუნდია ვინც მინდა რომ იყოს ზედა ექვსეულში , დინამო - ჩიხურა - ტორპედო - გურია - დილა - მეტალურგი - ზესტაფონი ... ეს დედა ატირებული , ექვსეულებად დაყოფა რატომ ხდება !? რაიმე სარგებელი მოაქვს !? გამეცით ვინმემ პასუხი :)) მართლა მაინტერესებს :))

• baleshik

სუსვამს ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია გუნდში და სად ნახა ამ უკრაინელმა აფერისტმა რომ სხვას არ ჯობია.. :))) სასაცილო ტყუილი იყო

• guruli

გურია დიდი ტრადიცის გუნდია, იმედია გურია ფეხზე წამოდგება

• nio

ყოჩაღ გურულებო, თუ მართლა ასეა საქმე აბა თქვენ იცით. მახსოვს უმაღლეს ლიგაში, რომ გადავიდნენ რა ამბავი იყო.თუ გაიმეორებთ ძალიან გაგვახარებთ.

• guria

პოკორ შენ თუ გურიის და ესპანეთის პრობლემები ერთნაირი გგონია გაგიმარჯოს მაგ გასიებულ პოკორაში :დდ

ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა

ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა

პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო

"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა

სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია

„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო

20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე

აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს

ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის

კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს

"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში

[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი

"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"

მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ

კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის

3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება

ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება

ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ

თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის

"ზუგდიდი": ვინ შეცვლის დავით მახარაძეს?

რატომ მოდიან საქართველოში სათამაშოდ ნალჩიკის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელები

ᓡᓐᓛᕬᓕᓠᓗᓜᕔᕚᕝ ᓙᓐᕠᓣᓡᓔᓚᓘ: ᓓᓐᓕᓔᕬᓘᓝᓗ ᓓᓐ ᕒᕐᓕᓣᓡᓬᓠᓝᓗ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓡ!

ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა

მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია

ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓘᓥᓜᓐ!.. ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓒᓝᓩᓐ ᓒᓣᓯᓐᓑᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓘᓐ ᓩᓮᓐᓘᓫᓔ ᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓔᓜ

"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ

ᓓᓐᓕᓘᓗ ᓛᓐᓮᓐᓠᓐᓫᓔ: 90-ᓘᓐᓜ ᓬᓚᓔᓑᓨᓘᓪ ᓙᓘ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓕᓘᓗᓐᓠᓔᓑᓐ ᓘᓧᓝ

აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი

ლანჩხუთის "გურიას" გაწვრთნა გიგლა იმნაძეს შესთავაზეს

ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება

უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"

პოკორას ოცნებას ახდენა არ უწერია - მესხია კონტრაქტს "ზესტაფონთან" აფორმებს

"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა

"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა

გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი

ლანჩხუთის "გურია": ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი?

ლანჩხუთის "გურია": რომან პოკორა, რბილად რომ ვთქვათ, იტყუება!

"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...

ლანჩხუთის "გურია": თემურ ლორია არა, გუნდს ისევ დავით მახარაძე გაწვრთნის