ველური ჰიზერ მილსი
სოჭის ოლიმპიადაზე აშშ-ის დელეგაციაში ვერ ვიხილავთ ქვეყნის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას. ასევე არ გეგმავენ რუსეთში ჩასვლას პირველი ლედი, ვიცე-პრეზიდენტი ან აშშ-ის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი. ასეთი რამ პირველად ხდება 2000 წლის შემდეგ.

სამაგიეროდ, აშშ-ის დელეგაციაში იქნებიან წარსულის ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის, ჩოგბურთში "დიდი სლემის" ტურნირების 20-გზის გამარჯვებული ბილი ჯინ კინგი.

გაზეთმა USA Today-მ გენიალური სვლა უწოდა ობამას გადაწყვეტილებას - დელეგაციაში სწორედ ბილი ჯინ კინგი შეეყვანა, რადგან ადრე მან ღიად განაცხადა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები ამას "ძლიერ გადაწყვეტილებას" უწოდებენ. ორგანიზაცია All Out-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრე ბერქსი ამბობს: "ეს დელეგაცია არის პუტინის კანონებზე ერთგვარი კრიტიკა..."

უკვე არაერთხელ დავწერეთ იმის შესახებ, რომ ბევრი ქვეყნის ლიდერი თავს არიდებს სოჭში ჩასვლას. ოფიციალურ მიზეზს არავინ ასახელებს, მაგრამ დასავლეთში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს არის პასუხი რუსეთში ადამიანთა უფლებების დაცვისა და ოპოზიციური ძალების მიმართ რეპრესიის საწინააღმდეგოდ.

ველური ჰიზერ მილსი

საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC), შესაძლოა, სანქციები გამოიყენოს ბრიტანელი სამთო მოთხილამურის, ჰიზერ მილსის წინააღმდეგ, რომელმაც შეურაცხმყოფელი ფრაზები ისროლა ამ ორგანიზაციის მიმართ და დაემუქრა მას.

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ლეგენდარული "ბითლზის" წევრის, პოლ მაკარტნის ყოფილმა მეუღლემ უარი თქვა სოჭში პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. თავდაპირველად, პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ სპორტსმენმა ტრავმის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება.

მაგრამ შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მილსი, რომელსაც მუხლქვემოთ მარცხენა ფეხი აქვს ამპუტირებული, მომავალ თამაშებზე ვერ გამოიყენებდა პროთეზს, რომლითაც ის, ჩვეულებრივ, სათხილამურო ტრასაზე გადის. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მსგავსი კონსტრუქციის პროთეზმა ვერ გაიარა IPC-ის რატიფიკაცია.

როცა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მილსს უარის შესახებ აცნობეს, ბრიტანელი "ნამდვილ ველურს" დაემსგავსა: "მე ვცდილობდი, მისთვის ამეხსნა, რომ ჩვენ წელს არაერთხელ ვთქვით უარი ასეთი მოწყობილობის გამოყენებაზე... ამ სიტყვების შემდეგ ის აფეთქდა, ზურგზე დამახტა და ყვირილი დაიწყო: "შენ არ იცი მე ვინ ვარ, მე შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ!" - განაცხადა სამთო თხილამურებში IPC-ის კომიტეტის თავმჯდომარემ სილვან მესტრემ.

ამის შემდეგ მილსის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ყოფილმა მოდელმა მოთმინებით მოუსმინა სილვან მესტრეს, შემდეგ სცადა მისთვის აეხსნა, რომ პროთეზის გამოყენება შეიძლება და ჩვეულებრივისგან ის მხოლოდ გარეგნულად არის განსხვავებული, მაგრამ სილვანამ ჰიზერს ყვირილი დაუწყო, არ ალაპარაკა ბრიტანეთის ნაკრების მწვრთნელი, შეტრიალდა და წავიდა.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა მკვეთრ ფორმაში დაგმო მილზის საქციელი და მას სამარცხვინო უწოდა. ვარაუდობენ, რომ ორგანიზაცია სპორტსმენს 500-დან ათას ევრომდე ჯარიმას გადაახდევინებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბარაქ ობამამ სოჭზე უარი თქვა

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
CNN : მან სამყარო შეცვალა
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓔᓡᓞᓐᓜᓔᓗᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: "ᓠᓝᓮᓐ" ᓐᓛᓔᓠᓘᓙᓐᓨᓘᓐ
ᓐᓛᓔᓠᓘᓙᓘᓡ ᓞᓠᓔᓖᓘᓓᓔᓜᓢᓛᓐ ᓢᓘᓛ ᓰᓝᓕᓐᓠᓓᓡ ᓓᓐ ᓙᓚᓘᓜᓢ ᓓᓔᓛᓞᓡᓘᓡ ᓓᓐᓣᓠᓔᓙᓐ
მარია შარაპოვა გართობით დაბრუნდა
ᓕᓐᓠᓓᓘᓡᓤᓔᓠᓘ TENNIS, ᓡᓐᓓᓐᓪ ᓐᓠ ᓣᓧᓕᓐᓠᓗ PENIS
ბარაქ ობამა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას არ დაესწრება
NBA.
რევოლუციონერი - ბილი ჯინ კინგის ისტორია, ვინც სექსიზმს ებრძოდა და WTA შექმნა