რუსი მოცურავეებიც გამოიჭირეს
ჭოკით ხტომაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რუსმა ელენა ისინბაევამ დაგმო რუსი მძლეოსნების სავარაუდო მოკვეთა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებიდან.

"არ შეიძლება მთელი გუნდის დისკვალიფიკაცია. უნდა განიხილონ კონკრეტული შემთხვევები. დანაშაულის გარეშე ყველა სპორტსმენის დამნაშავედ გამოცხადება დაუშვებელია, ხოლო ყველას მატყუარად გამოყვანა - ზეთავხედობა. მე ამას პირად შეურაცხყოფად აღვიქვამ. ვპირდები ყველას, რომ დიდი სკანდალი მოხდება, თუ ჩვენ ოლიმპიადაზე არ დაგვიშვებენ", - განაცხადა ისინბაევამ.

ამასობაში, სკანდალში ეხვევიან რუსი მოცურავეები. ცურვის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კორნელ მარკულესკუმ გუშინ განაცხადა, რომ სამი რუსი სპორტსმენია ეჭვმიტანილი დოპინგის გამოყენებაში.

ჩინოვნიკს არ დაუზუსტებია ათლეტთა გვარები და დისციპლინები, რომელშიც ისინი გამოდიან. მისი სიტყვებით, ფედერაცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება რუსი მოცურავეების მხრიდან ანტისადოპინგო წესების დაცვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"მრცხვენია, რომ ფეხბურთი ამად იქცა" - დიუგარმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის