მას მერე, რაც რუსეთ-თურქეთის პარტნიორობა გაცხადდა, საქართველოს ნაკრებს ორი ვარიანტიღა დარჩა
თურქეთმა პარტნიორად რუსეთი აირჩია - ევრობასკეტის ერთ ჯგუფში, რომლის მატჩები სტამბოლში გაიმართება, რუსეთი და თურქეთი ითამაშებენ.

ახლა უფრო კონკრეტულად: 2015 წლიდან დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ოთხ სხვადასხვა ჯგუფში ნაწილდება. ოთხივეს სხვადასხვა მასპინძელი ჰყავს. ევრობასკეტი 2017 გაიმართება თურქეთში, ისრაელში, ფინეთსა და რუმინეთში. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მერვედფინალის სათამაშოდ გუნდები სტამბოლში გადაინაცვლებენ.

ასევე 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველი ჯგუფის მასპინძელს თითო პარტნიორის არჩევის უფლება აქვს. ჯერ ფინეთმა აირჩია ისლანდია, შემდეგ ისრაელმა - ლიტვა, რუმინეთმა - მეზობელი უნგრეთი, ახლა კი თურქეთმა გამოაცხადა - ჩემს ჯგუფში რუსეთს ვიწვევო.

ყოველი მასპინძელი, პირველ რიგში, ბიზნესსაკალათბურთო ინტერესებით ხელმძღვანელობს. თურქებმა კარგად იციან, რომ სექტემბრის დასაწყისში მათთან ბევრი რუსი იყრის თავს, ტურისტების რიცხვს კალათბურთის გულშემატკივრებიც დაემატება და თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტ ჰედო თურქოღლუს იმედი აქვს, რომ რუსეთის მატჩებისას დარბაზი ბოლომდე გაივსება.

- ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა თურქების შეთავაზება. ამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტი 2017-ის მსვლელობისას სტამბოლში დარბაზი მშვენიერი სანახავი იქნება, - განაცხადა რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ.

ახლა, ყველაზე მთავარზე: მას მერე, რაც რუსეთ-თურქეთის პარტნიორობა გაცხადდა, საქართველოს ნაკრებს ორი ვარიანტიღა დარჩა - ისრაელი ან ფინეთი.

საქმე ის არის, რომ რუსეთი წინასწარი განთესვისას ჩვენთან ერთად მეოთხე კალათში იყო. ჰოდა, თურქეთის ჯგუფში მეოთხე კალათიდან, რუსეთის გარდა, სხვა ნაკრები ვეღარ მოხვდება. სწორედ ასეთი სიტუაციაა რუმინეთის ჯგუფის შემთხვევაშიც - ვლახებმა პარტნიორად უნგრეთი აირჩიეს, რომელიც საქართველოს, სლოვენიისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად მეოთხე კალათაშია განთესილი.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ევრობასკეტი 2017-ის წილისყრას, რომელიც 22 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება. დაწყების დრო 16 საათია (თბილისის დრო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dato
Finelebtan ramdenic vitamashet cavagetr ase rom Israeli jobia
svani
zura-ს ისრაელი და ლიტვა ჯგუფში უკვე თავიდან არაა?! :დ ევრობაკეტზე სულ 4 ადგილზე ვამთავრებთ და გვეჯახებიან გრანდები პირველივე მატჩში და ერთ ეტაპსაც ვეღარ გავდივართ შემდეგ, იმედია ფინეთში მოვხვდებით!
zura
ჩვენთვის ყველაზე კარგი ვარიანტი ისრაელი იქნება ასეც და ისეც! დარწმუნებული ვარ ქართველი ებრაელები გაავსებენ დარბაზს და ჩვენ ნაკრებს მაგრად უგულშემატკივრებენ!
jiji
ფინეთი ჯობია რადგან ფინეთიც და ისლანდიაც ისრაელი და ლიტვაზე სუსტი მგონია
qar
რას ხლართავთ ვინ ვისთან აირჩია და ვისთან იქნება და ვლახები და რუსები, რო გაირკვევა ქვეჯგუფები მერე გაგვაგებინეთ. არ გვაინტერესებს ეს უაზრო პინპონგები და პერიპეტიები.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ანდრეი კირილენკო მოსკოვის ცსკა-ში ჩაირიცხა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
კირილენკო: შენგელიასა და მილუტინოვის ცსკა-ში გადმოსვლამ არ გამაკვირვა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
თორნიკე შენგელიას გუნდმა სტამბოლში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
კირილენკო: შენგელია მოიყვანეს? ცსკა მაინც იმავე დონის გუნდი იქნება
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ანდრეი კირილენკოსთვის ერთხელ ღალატი მოსულა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კირილენკო დასჯილია