სამპაოლის "სევილია" სუპერშემტევ ფეხბურთს თამაშობს
"სევილია" არ შეიძლება, ცუდი გუნდი იყოს. "სანჩეს პისხუანი" ცუდ გუნდს არასოდეს იმსახურებს თუნდაც იმ ხალხის გამო, რომელიც იქ დადის. ბევრ სტადიონზე ვამბობთ, განსაკუთრებული საფეხბურთო გარემოაო, მაგრამ "სევილიას" ასპარეზი მაინც სხვაა - იქ განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციან და თითქოს აურაც სულ სხვანაირია.

მიმდინარე ესპანურ სეზონში "სევილია" შეძლებისდაგვარად მისდევს იქაური ფეხბურთის გრანდებს, ჩემპიონთა ლიგაზეც ნორმალურად თამაშობს. არ შეიძლება, ეს არ გახარებდეს. აქამდე პრიმერა ორი გუნდის ჩემპიონატად იწოდებოდა. დიეგო სიმეონეს გაწვრთნილმა "ატლეტიკომ" "მესამე ძალის" ეფექტი შემოიტანა ესპანურ ფეხბურთში. და ვინ არის წინააღმდეგი, რომ "მეოთხე ძალაც" გამოჩნდეს?

ეს ძალა უკვე არის. ამ ძალას "სევილია" ჰქვია.

"სევილიას" წინა წლებში ნამდვილად არ ჰყავდა ამაზე ნაკლები შემადგენლობა. იქნებ, მეტიც ჰყავდა. ჩვენ შორს წაგვიყვანს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომელიც გუნდმა სეზონთაშორის პერიოდში გაასხვისა. "სანჩეს პისხუანზე" ახლა ძალიან თანაბარი შემადგენლობაა, მაგრამ არის ცოტა ვარსკვლავი. ადრე მეტი იყო. და ეს გუნდი თამაშობს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და შემტევ ფეხბურთს.

"სევილია" გეზს არც ერთ მოწინააღმდეგესთან არ უხვევს. თითქმის ყველა მისი საშინაო მატჩი ძალიან მაგარი შოუ გამოდის. შოუ შეტევის ფონზე. დღევანდელ ფეხბურთში შეტევა ბევრს დაავიწყდა. "სევილიას" არ დავიწყებია.

ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი არგენტინელი დამრიგებელი ხორხე სამპაოლია. გაუჩო რომანტიკოსი. შეხედავ თამაშის დროს და ნაღდი გიჟი გეგონება. არც თვითონ ისვენებს და არც ფეხბურთელებს ასვენებს. ფეხბურთელის ადგილას თავი რომ წარმოიდგინო, თუნდაც ერთი ეპიზოდის ისე რა ჩათამაშების შეგრცხვება. როგორია, როცა შენი ნამოქმედარი კაცს სათადარიგოთა სკამზე კლავს, ან აცოცხლებს?

ის ჟინს და მოტივაციას აფრქვევს სათადარიგოთა სკამიდან. ის შეგირდების მადლობელია მარცხიანი შეხვედრებისაც კი, ოღონდ მისმა გუნდმა შეუტიოს, არც ერთი მოწინააღმდეგის წინაშე არ მოიხაროს ქედი.

სწორედ სამპაოლი იდგა დიდებული ჩილეს ნაკრების სათავეში, რომელმაც 2015 წელს კოპა ამერიკა მოიგო. ჩილე მისი ხელმძღვანელობით დიდხანს მიდიოდა რაიმე ღირებულის მოგებისაკენ და ჩილემ ეს შეძლო.

ისე, მართლაც საცოდაობაა: რატომ არ ეღირსა აქამდე სამპაოლის არგენტინის ნაკრების გაწვრთნა? იქნებ, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გვეხილა ისეთი "ალბისელესტე", რომელიც სულ გვინდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ვნახოთ? იქნებ, ამ ზეშემტევი მწვრთნელის ხელში ლიონელ მესი სხვანაირად გახსნილიყო? იქნებ, არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლი კი არა, ოქრო მოეგო?

საიდანაც გინდა მიუდექი, სამპაოლი მართლა ძალიან მაგარი მწვრთნელია. მან ჯერ კიდევ საკლუბო დონეზე, ჩილეში დაამტკიცა ეს და ახლა "სევილიაში" ამტკიცებს. ბევრი მიიჩნევს, რომ მაგარი საკლუბო მწვრთნელი არ შეიძლება, ნაკრების კარგი მესაჭე იყოს. სამპაოლის მაგალითი სულ სხვას ამტკიცებს - აგერ, უახლოესი წარსულის ჩილეს ნაკრები...

ამჟამინდელ "სევილიას" ერთი ისეთი კარგი თვისება აქვს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. "სანჩეს პისხუანზე" მიმდინარე სეზონში ისეთი ფეხბურთელები იხსნებიან, რომლებიც სხვაგან ვერ ჩაუქობდნენ.

ავიღოთ ლუსიანო ვიეტო. ის "სევილიაში" მისვლამდე მადრიდის "ატლეტიკოს" ლაბირინთებში იყო ჩაკარგული. ყველამ ვიცით, რომ ვიეტოს ბევრი შეუძლია და ეს მან "ვილიაეალში" დაამტკიცა, მაგრამ მერე იყო პრაქტიკულად გაცდენილი პერიოდი დიეგო სიმეონეს გუნდში. ასეთ ვითარებაში ყველა მწვრთნელი როდი ახერხებს თუნდაც ბევრისშემძლე ფეხბურთელის ათამაშებას. სამპაოლიმ ეს მოახერხა.

რაც მთავარია, მას შეუძლია, ბოლომდე ერთ მუშტად შეკრას გუნდი. "არ შეიძლება, მისი ხელმძღვანელობით ბოლომდე არ დაიხარჯო. ის ამბობს, რომ ფეხბურთში არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და ჩვენც ამის რწმენა ჩაგვინერგა." - ამბობს "სევილიას" ერთ-ერთი ლიდერი, ნ'ზონზი.

ლიდერი ვახსენეთ და, სამპაოლიმ მართლაც შეუძლებელი შეძლო. მან უმოკლეს ხანში ჩაანაცვლა გუნდიდან წასული ლიდერები, რომელთა გარეშეც "სევილიას" წარმოდგენა შეუძლებელი იყო. მხოლოდ ორს დავასახელებთ - კრიხოვიაკსა და გამეიროს. დღეს ისინი სხვა გუნდებში თამაშობენ. ისე ჩანს, რომ ამით გუნდს ბევრი არაფერი დაჰკლებია.

ჩვენ ბევრი "გიჟი" მწვრთნელი გვინახავს, არგენტინა მაინც გამორჩეულია ამით ისევე, როგორც სხვა ბევრი რამით ფეხბურთში. სამპაოლი "გიჟია", ოღონდ არარიგითი "გიჟი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება? - მოურინიოს "რეალში" "სპორტინგის" ფეხბურთელის მიყვანა სურს
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ოფიციალურად: "ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
[PHOTO] უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი მეუღლესთან ერთად ლვოვში იცხოვრებს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
ხორხე სამპაოლი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა მისცენ
ოფიციალურად: გამეირო "ატლეტიკოში", ვიეტო - "სევილიაში"
ალისონთან ერთად "ლივერპული" შეიძლება კიდევ ერთმა მეკარემ დატოვოს
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
"სევილიამ" მწვრთნელი ლოპეტეგი გადააყენა
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
"სევილიამ" მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მეორედ გადააყენა
სამწვრთნელო ცვლილებები ევროპის ტოპ-ლიგებში - ორი გაუშვეს, ლოპეტეგიც ზღვარზეა
"ატლეტიკოს" ფორვარდი "ვალენსიას" შეუერთდა
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
დიეგო სიმეონე 3 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
"სევილიას" მწვრთნელად სამპაოლი დანიშნეს
"ფულჰემმა" მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი ინათხოვრა
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
მადრიდის "ატლეტიკო": როგორი იქნება დიეგო სიმეონეს ახალი გუნდი
"ბარსელონა" ლუსიანო ვიეტოს ელაპარაკება
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა