ევროტურნირებამდე ერთი კვირით ადრე: რა ხდება ქართულ კლუბებში

AutoSharing Option
ევროტურნირების დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო დარჩა, რომელშიც 4 ქართული კლუბი უნდა ჩაერთოს.

Sportall.ge ამ სტატიაში ევროტურნირებზე მონაწილე კლუბების შემადგენლობებზე, გეგმებსა და დამატებულ ფეხბურთელებზე გესაუბრებათ.

დავიწყოთ ქუთაისის "ტორპედოთი", რომელმაც ყველაზე მეტად იაქტიურა და ლეგიონერები დაიმატა.

კახა ჩხეტიანის გუნდის რიგები სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ გლინკამ, უკრაინელმა მცველმა ალექსანდრ აზაცკიმ, 24 წლის ბულგარელმა მცველმა ლაზარ მარინიმ უკვე შეავსეს.

altამაზე უარის თქმა რთული იყო - "ტორპედომ" სლოვაკი ფეხბურთელი დაიმატა

altქუთაისის "ტორპედომ" 24 წლის ბულგარელი მცველი დაიმატა

altქუთაისის "ტორპედოს" რიგებს 24 წლის უკრაინელი მცველი დაემატა

ქუთაისელთა რიგებში ასევე "რუსთავიდან" მათე ცინცძე ჩაირიცხა. საუბარი არის კიდევ რამდენიმე ლეგიონერის დამატებაზეც.






altსენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს

* * *

სატრანსფერო ფანჯარაზე ნაკლებად აქტიურია "დინამო თბილისი". დედაქალაქელთა რიგები ჯერჯერობით არცერთ ფეხბურთელს არ შეუვსია.

გუნდის რიგები კი ოთო გოშაძემ, გიორგი თევზაძემ და ნიკა ძალამიძემ დატოვეს.

"დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ კი განაცხადა, რომ კლუბს გაძლიერება სჭირდება და ამ საკითხზე მუშაობენ.






altკახა კაჭარავა: ფეხბურთელების დამატების შანსი გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან გვაქვს

altრაზე ფიქრობს "დინამო"? - გაძლიერება არც პერსპექტივაში და არც საქმეში არ ჩანს

altოთო გოშაძემ "დინამო თბილისი" დატოვა

altჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა

altნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა

* * *

გადავიდეთ საჩხერის "ჩიხურაზე", სადაც ფეხბურთელი არც მოსულა და არც წასულა.

კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ცუდი ფინანსური პირობების გამო ხდება.

მისივე თქმით, "ჩიხურას" ევროტურნირებზე თავი არასდროს შეურცხვენია და ამას არც ახლა აპირებენ.






altსოსო ფრუიძე: თავი არასდროს შეგვირცხვენია და ჩვენსას გავაკეთებთ, მაგრამ...

* * *

რაც შეეხება "სამტრედის", ამ გუნდში ყველაზე რთული ვითარებაა. კლუბი რამდენიმე დღის წინ მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ დატოვა.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მის ნაცვლად დროებით "სამტრედიაში" გია ცეცაძე დაბრუნდება, რომელიც კლუბს დროებით, ევროტურნირებზე უხელმძღვანელებს.






alt"სამტრედიას" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს მატჩებში გია ცეცაძე გაწვრთნის

altევროტურნირების დაწყებამდე 10 დღით ადრე "სამტრედია" მწვრთნელის გარეშე დარჩა

altბადრი კვარაცხელია "სამტრედიადან" წასვლაზე: ვფიქრობ, ეს პროცესები იყო მართული

 

რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, ძველი ამბავია, რომ "სამტრედიიდან" ბუბა დაუშვილი და ომარ მიგინეიშვილი წავიდნენ.

მათ გარდა, ბოლო წასული ვინსენტ ლუკას ვეილი იყო, რომელთანაც კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.

შევსებით კი გუნდმა 24 წლის უკრაინელი მცველი დმიტრო ულიანოვი, ასევე, გიორგი ჯგერენაია და ლაშა კუჭუხიძე დაიმატა.

როგორც ჩვენთან საუბარში ბადრი კვარაცხელიამ განაცხადა, მის წამოსვლამდე საუბარი კიდევ სამი ფეხბურთელის დამატებაზე მიდიოდა და წესით, ევროტურნირებამდე ამის შესახებაც უნდა შევიტყოთ.






altსამტრედია ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

alt"სამტრედიამ" 24 წლის უკრაინელი ფეხბურთელი დაიმატა

altვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
მაშ ასე, ქართული კლუბების ევროტურნირების განრიგი ასეთია:

10 ივლისი
ქუთაისის "ტორპედო" - ტირასპოლის "შერიფი" 19:30
"სამტრედია" - "ტობოლი" 20:00

12 ივლისი
საჩხერის "ჩიხურა" - "ბეითარი" 19:00
"დუნიასკა სტრედა" - "დინამო თბილისი" 23:00

საპასუხო შეხვედრები:





18 ივლისი
ტირასპოლის "შერიფი" - ქუთაისის "ტორპედო" 21:00

19 ივლისი
"ტობოლი" - "სამტრედია" 17:00
"დინამო თბილისი" - "დუნიასკა სტრედა" 21:00
"ბეითარი" - "ჩიხურა" 21:45
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტორპედო რომ სამარცხვინოდ გამოვარდება ფაქტია.ვინც არ უნდა მოიყვანონ ასე მოკლე დროში ვერაფერს შეძლებს. მითუმეტეს სამწვრთნელო კურსებზე გაზეპირებული ყოვლად უაზრო ვარჯიშებით. ასე რომ ჯობია ბაზაზე მთავარ გასახდელში ტუალეტი გააკეთონ რომელიც დიდი ხანია არ მუშაობს.
nika
00:17 06-07-2018
0
საცოდაობაა ამათი სატრანსფერო პოლიტიკა, ჭ კლასის ფეხბურთელები მოჰყავთ და შესათამაშებლად დროსაც არ იტოვებენ.
dato
17:36 04-07-2018
0

სიახლეები პოპულარული