გაძლიერების ნაცვლად დასუსტება - "დინამო" ძირითადის ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ ორმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის ძირითადი შემადგენლობის მცველმა.

საქართველოს ჩემპიონს ესპანელი ვიქტორ მონხილი და სლოვაკი ფილი ორშულა დაემშვიდობნენ. ორივე ფეხბურთელთან ხელშეკრულება ორმხრივად შეწყდა.

"დინამოს" ფეისბუქ გვერდი მონხილის გამოსამშვიდობებელ ტექსტს აქვეყნებს:

"მინდა მივმართო "დინამო" თბილისის დიდ ოჯახს.

დღეს ჩემთვის მძიმე და რთული დღეა. თქვენ ჩემთვის ბევრს ნიშნავთ და გულით მიყვარს ქართველი ხალხი. მიყვარს ეს დიდი გუნდი, რომელმაც მომცა საშუალება ისეთი ოცნებების ახდენის, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი. ფეხბურთში არაა იოლი წარმატების მიღწევა და
მე თქვენთან ერთად ეს შევძელი.

მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მიმიღეთ და გვერდში მედექით როგორც თქვენიანს. თავს ყოველთვის როგორც სახლში, ისე ვგრძნობდი.
სამწუხაროდ ჩემი პირადი პრობლემების გამო მომიწია გუნდის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მე ვთხოვე კლუბს და ორმხრივად გავწყვიტეთ კონტრაქტი.

გუნდი ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დგას. "დინამოზე" უამრავი რამის თქმა შემიძლია და ამაყი ვარ, რადგან ამ ისტორიული და საამაყო კლუბის წევრი ვიყავი და რამდენიმე წარმატებაში თავადაც მივიღე მონაწილეობა.

მინდა კლუბის თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა. დაწყებული გუნდის პრეზიდენტით და დამთავრებული თითოეული თანამშრომლით. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ჩემი 100% დახარჯვის მთავარი სტიმული იყო.

მადლობა ჩემს თანაგუნდელებს. მომენატრებით ბიჭებო, თქვენთან ერთად ყოველთვის ამ ოჯახის წევრად ვთვლიდი თავს. მიხარია თქვენთან მეგობრობა და ყველას წარმატებას გისურვებთ.

იმედი მაქვს ჩვენ კიდევ შევხვდებით - თქვენ ჩემი სახლი ხართ.

დღეს და სამუდამოდ - "დინამო" თბილისი!

ვიქტორ მონხილი"


მკითხველის კომენტარები / 15 /
მორიგი გულთბილი მოკითხვა ბატონ რომანს
დინამოელი
05 ივლისი 2021 08:44
0
შეეშვით ფიფიას, კაცი თავის საქმეს აკეთებს-ბედნიერად ათეთრებს საკუთარ და სხვის ფულს.
კოტე ბრეგვაძე
04 ივლისი 2021 22:15
1
სასწაული გუნდია რა :დდდ ისე ის ხალხი ვინც ყველა თამაშზე დინამოს დაყვებით და ამხნევებთ ამდენს როგორ ითმენთ?
აბგდ
04 ივლისი 2021 21:03
0
რა მოაწევინეს კი მარა ასეთი? რა წარმეტებებზე ბოდიალობს?დდდდდდდდდდდ
tas
04 ივლისი 2021 20:52
0
ვისაც გინდათ გეწყინოთ მე ვგულშემატკივრობ ნეფტჩის დიდ ანგარიშს, იქნებ ვინმემ ხმა ამოიღოს მერე, ჩემი მტერი არაა მაგის მეტი მარა მაინც.
jjj
04 ივლისი 2021 20:49
7
ფარერებზე რაც ქნეს მაგაზე უარესი რა უნდა მოხდეს?
Gia
05 ივლისი 2021 00:50
0
Zikos ვეთანხმები. გასაშვებამდე მოსაყვანიც არ იყვნენ
roma
04 ივლისი 2021 20:48
0
რა უქნა ფიფიამ დინამოს! :(
MT
04 ივლისი 2021 20:02
0
მეგობრებო, არ შეიძლება ფიფია რომ გავყიდოთ :-D მგონი სარფიანად გაიყიდება :)
ნიკა
04 ივლისი 2021 20:01
0
არ იყიდიან
კოტე ბრეგვაძე
05 ივლისი 2021 00:14
0
რომელ წარმატებაზე საუბრობს? ფიფიაა პირველ რიგში გასაშვები.
ზუზუ
04 ივლისი 2021 19:27
0
ამიტომაც მინდოდა დინამო ბათუმი გამხდარიყო ჩემპიონები დინამო თბილისს კი ყოველთვის ასე ჭირს როდესაც ევრო ტურნირები მოგვადგება კარს მაშინ დასუსტდება არვიცი ამა უკვე შეგნებულად აკეთებენ ასე მგონია
პიშტო
04 ივლისი 2021 18:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული