გაგი მარგველაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
დინამო თბილისმა გაგი მარგველაშვილი დაიმატა, ქართველი ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.

გაგი მარგველაშვილის ბოლო კლუბი ჩრდილოეთ მაკედონიური შკუპი გახლდათ, სადაც გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შკუპის გარდა, სხვადასხვა დროს მარგველაშვილს თბილისის საბურთალოსა და ბათუმის დინამოში უთამაშია. იგი საქართველოს ორ გზის ჩემპიონი და ერთგზის თასის მფლობელია.

რაც შეეხება მარგველაშვილის სანაკრებო კარიერას, ცენტრალურ მცველს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
ტაბიძე-ნზაბა-კალანდაძე-ხვადაგიანი.მეხუთე ცენტრალური მცველი რაღად უნდოდათ?
მეზღვაური
16 ივნისი 2023 19:28
0
რომელიმე ვარგა მაგ ოთხეულიდან?ტაბიძე და ნზაბა საერთოდ ტყემალზე ზიან მგონი.
Master
17 ივნისი 2023 09:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული