როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სომხეთთან მატჩში?

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში 9:1 გაიმარჯვა და B დივიზიონში დარჩა. „ჯვაროსნების“ ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.

Whoscored: მამარდაშვილი 6.4, კაკაბაძე 6.9, გოგლიჩიძე 6.9, კაშია 6.9, წიტაიშვილი 6.9, ქოჩორაშვილი 7.7, მექვაბიშვილი 7.9, კიტეიშვილი 9.1, ჩაკვეტაძე 8.1, კვარაცხელია 10.0, მიქაუტაძე 9.2, შენგელია 6.2, დვალი 6.4, გულიაშვილი 6.4, ზარია 6.3, ზივზივაძე 6.3.

Sofascore: მამარდაშვილი 6.6, კაკაბაძე 7.0, გოგლიჩიძე 6.9, კაშია 6.9, წიტაიშვილი 6.6, ქოჩორაშვილი 7.7, მექვაბიშვილი 7.6, კიტეიშვილი 8.6, ჩაკვეტაძე 7.3, კვარაცხელია 10.0, მიქაუტაძე
8.4, შენგელია 6.7, დვალი 6.7, გულიაშვილი 6.7, ზარია 6.7, ზივზივაძე 6.8.

Flashscore: მამარდაშვილი 6.5, კაკაბაძე 7.1, გოგლიჩიძე 7.2, კაშია 7.1, წიტაიშვილი 6.9, ქოჩორაშვილი 7.3, მექვაბიშვილი 7.5, კიტეიშვილი 8.0, ჩაკვეტაძე 8.0, კვარაცხელია 8.8, მიქაუტაძე 7.6, შენგელია 6.6, დვალი 6.8, გულიაშვილი 6.6, ზარია 6.5, ზივზივაძე 6.2.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მექვაბიშვილმა უმაღლეს დონეზე ითამაშა,თუ ასე გააგრძელა ძირითადში ადგილი გარანტირებული უნდა ქონდეს,არ მომეწონა შენგელია,არც პასები არც რაიმე ფანტაზია,გოგლიჩიძე დიდებული,სხვები კი ერთმანეთზე უკეთესები
nukri
21:38 23-03-2025
2
გოგლიჩიძეს სანაკრებო დებიუტი,ჯერ კიდევ შემოდგომით უნდა ჰქონოდა და მის უნარებში,ეჭვი არავის ეპარებოდა,მაგრამ დღეს მარცხენა ცენტრალურ მცველად ითამაშა და ეს ცოტა მოულოდნელი იყო.ამ დონეზე მაინც,ძალიან კარგი იყო.ძალიან მომატებული აქვს,ანრი მექვაბიშვილსაც.ფიზიკურადაც მომძლავრებულია და მოქმედების დიაპაზონიც გაზრდილი.ვფიქრობ,მის ნდობაც უკვე თამამად შეიძლება.ევროპის ჩემპიონატზეც კარგი იყო,მაგრამ დღეს უკვე გაცილებით საიმედოა.ისეთი უპირატესობა გვქონდა და ისეთი ანგარიშით მოვიგეთ,ობიექტური შეფასება ცოტა ძნელიც კია.ბიჭებმა თვითონაც ისიამოვნეს და ჩვენც გვასიამოვნეს,თანაც სანიოლმა დებიუტანტებიც გამოსცადა და ზაფხულის ამხანაგურებისათვის,უკვე მათზეც აქვს წარმოდგენა.ვერ ვიტყვი,რომ ზარიამ და გულიაშვილმა დაგლიჯეს,მაგრამ ასეთ ანგარიშზე და გადაჭედილი სტადიონის წინ,პირველი გამოსვლა,ისეთ განცდებთანაა დაკავშირებული,რომ ამის გატარება შეგვიძლია.დებიუტის სტრესი გავლილია და მომდევნო თამაშში,გაცილებით უფრო თავდაჯერებულები იქნებიან.ამაში დარწმუნებული ვარ.ზარიას თამაშები არ მიყურებია,მაგრამ გულიაშვილის ნახვას,ზოგჯერ ვახერხებ ხოლმე და ძალიან ჭკვიანი ბიჭია.თავის გუნდში აშკარად გამოირჩევა.ბ ჯგუფში, ამ გუნდს უკვე აღარავისი არ უნდა ეშინოდეს,პირიქით,ბევრს ექნება მათი შიში და ეს გვაძლევს იმედს,რომ შესაძლოა ა ჯგუფისკენაც გავიწიოთ.ძალიან სწრაფად ვიზრდებით,თითქმის ყოველ თამაშში,ერთი ფეხბურთელი მაინც გვემატება,შემადგენლობას რომ აძლიერებს და ასე თუ გავაგრძელეთ,მალე უკვე სრულიად თანამედროვე სტილის ნაკრები გვეყოლება,რომლის ნაკლიც,შედარებით მოკლე სკამი შეიძლება იყოს და ტრავმების,ან დისკვალიფიკაციის პირობებში,პრობლემები შეგვექმნას.ზაფხულში 21 წლამდელების ევროპის ჩემპიონატია და იქიდანაც შეივსება ნაკრები.ასე რომ უკეთესი მომავლის იმედი უნდა გვქონდეს.ზაფხულის ამხანაგურებში,კარში გუგეშაშვილის თამაშსაც ვნახავთ და მის შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ.ლორია ხომ ბევრჯერ გვყავს ნანახი და მისი იმედიც მუდამ გვაქვს,მგონი შემოწმებაც კი არ სჭირდება.
სოსო
21:10 23-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული