არეულობა საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ - რა მოხდა "დინამო არენაზე"? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი "დინამო არენაზე" არეულობა დაიწყო.

გულშემატკივართა ნაწილი მოედანზე გადავიდა და ზეიმი დაიწყო, ხოლო ზოგიერთ მათგანს სტუმართა გუნდის ქომაგებთან კონფლიქტი მოუვიდა.

სომხური გამოცემები წერენ, რომ მათ ფანებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, უხამს ჟესტებს უჩვენებდნენ, ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია, თუმცა სამართალდამცავების მხრიდან უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რომლებმაც ინციდენტში მონაწილე მხარეები ერთმანეთს გაარიდეს.

ამ ინციდენტს შეიძლება უეფას მხრიდან მკაცრი სანქციები მოჰყვეს.


altვან ტ'სხიპი: ამ ორ მატჩს გავარჩევთ - უკვე პირველი შეხვედრის შემდეგ ფედერაციასთან საუბარი ჩანიშნული იყო

altსანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სომხეთთან მატჩში?

alt9:1 ორი მატჩის ჯამში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთს ისევ დამაჯერებლად მოუგო და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 88 /
სად იზრდებით ამდენი არასწორი, ან რა ოჯახებიდან გამოდიხართ ასეთი გაუზრდელები. ტრიბუნაზე ვიდექი და სირცხვილისგან ვიწვოდი. სომხებს კი არა ნაკრებს და ისევ ჩვენებს დაასხით თავს ლაფი. მაგრამ ვინ მოგცათ მაგის შეგნება მიხვდეთ რა ყაყაც ჭამეთ.
რაბუ
23:18 23-03-2025
0
არ დაიჯეროთ არავინ რომ ეს მოხდა შემთხვევით, ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქვეყნის წინაამღდეგ არა კეთილმოსურნეების, აი იმ სტილის და გაგების ხალხის ვინც ზურგით უნდა შებრუნებოდა ნაკრების თამაშს, ესენი სინამდვილეში ყველა ქვეყნის დროშას აფრიალებენ გულში საქართველოს დროშის გარდა და ამ დროს ყველაზე დიდ პატრიოტებად მოაქვთ თავი ქვეყანაში. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყველა მათგანის იდენტიფიცირება და სამაგალითოდ დასჯა.
ტიტე
23:19 23-03-2025
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული