
ადრიატიკის ლიგის მეორე ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" საკუთარ მოედანზე გაანადგურა ფმპ 89:61.
სტუმართა გუნდმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია მასპინძლებს წინააღმდეგობა და შესვენების შემდეგ გატყდა.
გოგამ 14 ქულა ჩააგდო, 7-ჯერ მოხსნა ბურთი და 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს.
გოგას თანაგუნდელმა ადამ მოკოლამ 16 ქულა ჩააგდო და ამდენივე ქულით შეეწია სტუმართა გუნდს სტეფან პოტი.
"მეგა ბიმაქსმა" ტურნირის სტარტზე ორივე შეხვედრა მოიგო და გალიდერდა.